x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ლომი - მამაკაცი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
image





















ლომმა-მამაკაცმა კარგად იცის თავისი მომხიბვლებობის ფასი და ამიტომ ფუჭად არასდროს იხარჯება. სიამოვნებით მოიწონებს თავს თქვენს წინაშე, მეგობრებშიც, დიდი თავშეყრის ადგილებშიც და რაც უფრო მეტია ხალხი, მით უფრო კმაყოფილი დარჩება. მაშინ ხომ მისით ერთი კი არა, მთელი ორასი ადამიანი დარჩება აღტაცებული.

ლომი არც ქალწულია და არც მერწყული, რომ თაყვანისმცემლების თავგადაკლული მცდელობის მიუხედავად გულგრილი დარჩეს. იგი იმთავითვე რომანისთვის არის განწყობილი, ამიტომ მისი ბადეში მოქცევა ძალიან ადვილია.

ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია. თუ მისი ხართ, სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, რა წაიკითხოთ, ვისთან იმეგობროთ და როგორ გაატაროთ დღე. დაჟინებით გამოგკითხავთ სად დაიკარგეთ მთელი ორი საათი, მაშინ როცა წასვლისას თქვით საათში და 45 წუთში დავბრუნდებიო. დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რაზე ელაპარაკეთ.


უმჯობესია თუ ლომთან ურთიერთობისას რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ასე თვით ყველაზე შმაგ ემოციებს დაუცხრობთ.

ლომ-ქმართან საკუთარ პროფესიულ კარიერას ვერ გაიკეთებთ. იგი ამის უფლებას არ მოგცემთ. ხოლო თუ დაიჟინებთ, გამორიცხული არ არის ეკლესიაში საქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღმოაჩინოთ, რომ ნეფე სადღაც გაქრა.

ლომი-ქმარი კეთილი და დიდსულოვანია(თუ რა თქმა უნდა სამყაროს ცენტრად აღიარებთ). თუ ისეთი პატივისცემით მოეპყრობით, როგორც, მისი აზრით იმსახურებს და ეკუთვნის, გულუხვობის განსახიერება იქნება და უმცირეს სურვილზეც კი უარს არ გეტყვით. ხოლო თუ გააღმერთებთ, სავსებით სარწმუნოა რომ არასოდეს გიღალატებთ. ლომი ბუნებით ზარმაცია და ახალ-ახალ ფისუნებზე ნდირობას არ დაიწყებს თუ სახლში თავისი ძუ ლომი ეგულება.

ლომებს იშვიათი განსაკუთრებული თავისებურება გააჩნიათ- ოქროს ხელები აქვთ. თუ სახლში ტელევიზორი ან სარეცხის მანქანა ან ნებისმიერი რამ გაგიფუჭდათ იგი უმალ სიამოვნებით გაგიკეთებთ. ამ მხრივ ლომი-მამაკაცი ნამდვილი განძია.

ლომი მამაკაცები მგრძნობიარეები და ესთეტები არიან და ლამაზმანების მიმართ არც დაქორწინების შემდეგ რჩებიან გულგრილნი, მაგრამ თუ ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავთ შურისსაძიებლად არ წამოიწყებს სხვასთან ფლირტს, ხოლო თუ ისევე სიყვარულით მოექცევით, სხვაე არასოდეს გაგცვლით.

ლომებს აქვთ ერთგვარი ილუზია, რომელსაც ვერაფრით ვერ სძლევენ. ლომი ხშირად ქორწინდება დაბალი სოციალური ფენის წარმომავლობის ან რაიმეთი თავისზე ნაკლებ ქალზე და იმედოვნებს, რომ საბრალო მარგარიტა მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. მაგრამ არცთუ იშვიათად ''საბრალო არსება'' მოხერხებულად აცლის ლომს ძალაუფლების სკიპტრას. ამის მიუხედავად ლომები ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ.

ლომებს ხშირად ძალზე მცირერიცხოვანი ოჯახები აქვთ. ბავშვები ან საერთოდ არ ჰყავთ ან მხოლოდ ერთი. ლომები მხურვალე, მაგრამ არათანმიმდევრული მამები არიან, სამაგიეროდ იმათ რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს მთელი ცხოვრება უყვართ. ლომის ცოლს ვურჩევ ბავშვებს ქმარზე მეტ ყურადღებას ნუ მიაქცევს, თორემ ლომი განაწყენდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.


0
2787
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
2787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0