x
image
არსენალი
ბარსელონას მსოფლიო რეკორდები
imageმსოფლიო


ყველაზე მეტი ოფიციალური ტიტული წლის განმავლობაში - 6 (2009): ესპანეთის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.


ევროპა


"ბარსელონა" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც 1955 წლიდან მოყოლებული, არცერთი სეზონი არ ჩაუტარებია ევროტურნირების გარეშე.ყველაზე მეტი ევროპული ტიტული (15): 4 ჩემპიონთა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 ბაზრობათა თასი, 4 ევროპის სუპერთასი)ყველაზე მეტი თასების მფლობელთა თასი (4): 1979, 1982, 1989, 1997.ყველაზე მეტი ბაზრობათა თასი (3): 1958, 1960, 1966.ევროტურნირებზე ნათამაშები ყველაზე მეტი ფინალი (17): 7 ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, 6 თასების მფლობელთა თასზე, 4 ბაზრობათა თასზე.ყველაზე მეტი დუბლი ევროპული თასის მოგებით (4): 1992, 2006, 2009, 2011.საერთაშორისო ტურნირებზე გოლის ზედიზედ 33 თამაშში გატანა: 2009 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 7 მარტამდე.ჩემპიონთა ლიგაზე გოლის ზედიზედ 29 თამაშში გატანა: 2009 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 7 მარტამდე.ევროპის წამყვან ჩემპიონატებში დაგროვებული ყველაზე მეტი ქულა: 100 - 2012-13 წლების სეზონში.



ესპანეთი


"ბარსელონა" არის ერთ-ერთი გუნდი სამიდან (მადრიდის "რეალთან" და ბილბაოს "ატლეტიკთან" ერთად), რომელსაც პრიმერა დივიზიონის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.ერთადერთი გუნდი, რომელსაც ყველა შესაძლო ოფიციალური ტურნირი აქვს მოგებული: 1902 წელს მაკაიას თასიდან დაწყებული 2009 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატით დასრულებული.ყველაზე მეტი ტიტული: 115.ერთ სეზონში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული (5): 1951-52 - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ლათინას თასი, ევა დუარტეს თასი, მარტინი-როსის თასი.ერთადერთი გუნდი, რომელსაც ერთ სეზონში ტრებლი აქვს შესრულებული: 2008-09 - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა.ყველაზე მეტი ესპანეთის თასი: 26.ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ესპანეთის ჩემპიონატში (16 მატჩი): 2010-11 - მეშვიდედან 22-ე ტურის ჩათვლით.ლა ლიგის პირველი ნახევრის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ქულებისა და გატანილი გოლების მხრივ: 2010-11 - 52 ქულა და 61 გოლი.სეზონის განმავლობაში, ოფიციალურ მატჩებში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 2011-12 - 190 გოლი (114 ლა ლიგაში, 35 ჩემპიონთა ლიგაზე, 26 ესპანეთის თასზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე, 2 ევროპის სუპერთასზე, 8 საკლუბო მუნდიალზე) 64 თამაშში.კალენდარული წლის განმავლობაში, ოფიციალურ მატჩებში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 2011 - 170 გოლი 64 თამაშში.ზედიზედ მოგებები გასვლით მატჩებში: 13 თამაში. 2008 წლის 21 სექტემბრიდან 2009 წლის 11 იანვრამდე.ზედიზედ მოგებები ლა ლიგის გასლით მატჩებში: 2010-11 - 10 თამაში.ზედიზედ წაუგებელი თამაშები ლა ლიგის გასლით მატჩებში: 23 თამაში. 2010 წლის 14 თებერვლიდან 2011 წლის 30 აპრილამდე.ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის პირველ წრეში ყველა გასვლითი თამაში მოიგო: 2010-11.ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გოლი ყველა გასვლით შეხვედრაში გაიტანა: 2010-11.ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ლა ლიგის გასვლით მატჩში: 8:0 "ლას პალმასთან" (25.10.1959) და 8:0 "ალმერიასთან" (20.11.2010).ერთ სეზონში ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გოლის გატანა: 2009-10 - 34 თამაში.ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში: 2010-11 - 28 თამაში.ყველაზე მეტი მოგება სერზონში: 2011-12. 64 თამაშიდან 47 მოგება.ლა ლიგის პირველ წრეში, თამაშში საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი გატანა: 2010-11. 19 თამაშში 61 გოლი. საშუალოდ, თამაშში 3.2 გოლი.ლა ლიგის ზედიზედ ყველაზე მეტ ტურში, სტუმრად გოლის გატანა: 26 ტური. 2010 წლის 1 მაისიდან (2009-10 წლების სეზონის 35-ე ტური) 2011 წლის 6 ნოემბრამდე (2011-12 წლების სეზონის მე-12 ტური).


კლუბი


ყველაზე დიდი დასწრება "კამპ ნოუზე": 120 ათასი გულშემატკივარი. 05.03.1986, ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალი, "ბარსელონა"-"იუვენტუსი".ზედიზედ მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი: 4. 1991-1994.ლა ლიგის სტარტიდან ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 21 თამაში. 2009-10.ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 31 თამაში. 2010-11, მე-3 ტურიდან 33-ე ტურამდე.ლა ლიგის მე-2 წრეში ყველაზე მეტი ქულა: 50 ქულა. 2009-10.ლა ლიგის ერთ გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლის გატანა: 114 გოლი 38 თამაშში. 2011-12.ლა ლიგის ერთ გათამაშებაში, მატჩში გატანილი გოლის საშუალო მაჩვენებელი: თამაშში 3.2 გოლი. 30 თამაშში 96 გოლი. 1958-1959.ლა ლიგის ერთ გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 73 გოლი. 2011-12.ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გაშვებული ყველაზე ცოტა გოლი: 18 გოლი 30 თამაშში. 1968-89.ლა ლიგაში, საკუთარ კედლებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 67 თამაში. 1973 წლის 4 მარტიდან 1977 წლის 20 თებერვლამდე.ლა ლიგაში, საკუთარ კედლებში ზედიზედ მოგებული თამაშები: 39 თამაში. 1958 წლის 16 თებერვლიდან 1960 წლის 6 ნოემბრამდე.ლა ლიგის პირველი წრის წაუგებლად ჩატარება: 19 თამაში, 2009-10.ლა ლიგის ერთ სეზონში მოგებული ყველაზე მეტი საშინაო მატჩი: 19. 1986-87.ლა ლიგის ერთ სეზონში მოგებული ყველაზე მეტი გასვლითი მატჩი: 14. 2010-11.ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი მოგება: 31. 2009-10.ლა ლიგაში ბურთების ყველაზე კარგი შეფარდება: +85. 2011-12.ლა ლიგის ერთ სეზონში, სტუმრად მოპოვებული ყველაზე მეტი ქულა: 46. 2011-12.ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე ცოტა წაგება: 1. 2009-10.ლა ლიგაში გოლების ზედიზედ გატანა: 36 თამაში. 1942 წლის 22 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თებერვლამდე.ლა ლიგის საშინაო მატჩებში ზედიზედ გატანა: 88 თამაში. 1952 წლის 10 თებერვლიდან 1958 წლის 19 იანვრამდე.ყველა ტურნირზე, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გოლის გატანა: 36 თამაში. 1942 წლის 22 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თებერვლამდე.სტუმრად ყველაზე მეტი გოლის გატანა: 49 გოლი. 2010-11.ლა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 10:0. 1949 წლის 11 სექტემბერს, "ხიმნასტიკთან".ესპანეთის თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 10:1. 1962 წლის 8 აპრილს "ბასკონიასთან".ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 18:0. 1901 წლის 17 მარტს, "ტარაგონასთან".ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ამხანაგურ მატჩში: 20:1. 1992 წლის 6 აგვისტოს "სმილდესთან".ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: 11 თამაში. 2002-03.ყველა ტურნირზე ზედიზედ მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: 18 თამაში. 2005-06.ევროტურნირებზე ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 17 თამაში. 1988-89 - 1992-93 და 2005-06 - 2006-07 წლებში.ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 8:0, 1982 წლის 15 სექტემბერს "აპოლონ ლიმასოლთან" და 8:0 2003 წლის 15 ოქტომბერს "მატადო პუჩოვთან".ევროტურნირებზე, სტუმრად, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 7:0. 1995 წლის 12 სექტემბერს "აპოელ ბეერ შევასთან".ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობით მოგება: 7:1. 2012 წლის 7 მარტს "ლევერკუზენთან".ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად, ყველაზე დიდი სხვაობით მოგება: 5:0, 2008 წლის 22 ოქტომბერს "ბაზელთან" და 5:0 2011 წლის 28 სექტემბერს ბატე-სთან.

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0