x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სტრესის სიმპტომები, ნიშნები და მიზეზები
თანამედროვე ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით, ფრუსტრაციებითა და მოთხოვნებით.

ბევრი ადამიანისთვის სტრესი არის ძალიან ჩვეულებრივი რამ, ის მათი ცხოვრების სტილია. სტრესი არ არის ყოველთვის ცუდი. თუმცა მუდმივი დაძაბულობა და სტრესული ფიქრები ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი სტრესისგან და სწორედ ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ის სიმპტომები და ნიშნები რაც სტრესის თანმდევია. ეს დაგვეხმარება შევამციროთ სტრესის უარყოფითი ეფექტები.

სტრესი არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ფიზიკურ გამღიზიანებლებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს წონასწორობას რაიმე სახით. როდესაც თქვენ გაქვთ საფრთხის შეგრძნება იქნება ეს რეალური თუ წარმოსახვითი ორგანიზმში ირთვება თვითდაცითი მექანიზმი, რომელიც ცნობილია ბრძოლა ან გაქცევის რეაქციის სახელით და პასუხი სტრესზე. სტრესზე პასუხი არის ორგანიზმის მცდელობა დაგიცვათ თქვენ, როდესაც ეს მექანიზმი მუშაობს სრულყოფილად, ის გვეხმარება ჩვენ ვიყოთ ენერგიულები და მობილიზებულები. სახიფათო სიტუაციებში სტრესი გვეხმარება შევინარჩუნოთ სიცოცხლე, გვაძლევს ენერგიას დავიცვათ საკუთარი თავი.

სტრესი სხვადასხვა სიმპტომებით და ნიშნებით ხასიათდება. ეს ნიშნებია: მეხიერების პრობლემები, კონცენტრაციის ნაკლებობა, განსჯის უნარის დაკარგვა, ყველაფრის მხოლოდ ნეგატიური კუთხით დანახვა, მუდმივი წუხილი, უხასიათობა, გაღიზიანებადობა, მარტოობისა და იზოლაციის შეგრძნება, დეპრესია, სხვადასხვა სახის ფიზიკური ტკივილები, უმადობა, ძილიანობის გაზრდა ან მკვეთრი შემცირება, დიარეა, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღება, ნევროზული ჩვევები და ა.შ.


სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. სიტუაციები და ზეწოლები, რმლებიც იწვევენ სტრესს სტრესორის სახელითაა ცნობილი. არსებობს სტრესის გამომწვევი გარეგანი და შინაგანი მიზეზები. სტრესის გამომწვევი გავრცელებული გარეგანი მიზეზებია: მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები, სკოლა ან სამუშაო, ურთიერთობის სიძნელეები, ფინანსური პრობლემები, ბავშვები და ოჯახი.

სტრესის გამომწვევი გავრცელებული შინაგანი მიზეზებია: ქრონიკული წუხილი რაიმეზე, არარეალისტური მოლოდინები, პესიმიზმი, ნეგატიური თვითშეფასება, რიგიდული აზროვნება და ყველაფერი ან არაფრის პრინციპით მოქმედება.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში უამრავი სტრესორი არსებობს ჩვენ მასთან გამკლავება მაინც შეგვიძლია. მცირე სახის სტრესი მობილიზებაში გვეხმარება, თუმცა დიდი დოზით სტრესმა შესაძლოა სრულებით მოგვწყვიტოს ცხოვრებას და ყველაფრის ხალისი დაგვიკარგოს.

0
598
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0