x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ყველაზე უარესი პროდუქტი, რომელთაც მომავალში შევჭამთ
ადამიანი (ხშირ შემთხვევაში) ცდილობს გააფართოვოს ცოდნა იმ პროდუქტების მიმართ, რომელსაც კვებისთვის იყენებს, თუმცა მსგავსი მცდელობები უწინ საჭირო არ იყო პროდუქტის სარგებლიანობიდან გამომდინარე. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი ზღვარზე დააყენა ამ პროდუქტების სარგებლიანობის საკითხი და თუ რა უარესობას უნდა ველოდოთ მომავალში, სწორედ დღევანდელ სტატიაში გამცნობთ. მაშ იხილეთ ყველაზე უარესი პროდუქტი, რომელსაც მომავალში შევჭამთ.


1. ქათმის ფერმა მომავალში. 2012 წელს British Royal College of Art-ის სტუდენტმა არქიტექტორმა Andre Ford-მა გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობასა და მეფრინველეობის მრეწველობის საკითხზე და სოფლის ცენტრს ასეთი გამოსავალი შესთავაზა: ქათმის ხორცი რომ უკეთესი ყოფილიყო, ამისათვის ფრინველებს ჰუმანურად უნდა მოქცეოდნენ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი როდია, კიდევ უფრო უცნაური მეთოდები ჩამოაყალიბა. წიწილებისთვის უნდა ამოეცალათ თავის ტვინის ქერქი, რაც მათ ტკივილების შეგრძნებებს გაანულებდა; მეტი წიწილის დატევის მიზნით, ანუ ადგილის ეკონომიის გამო უნდა მოეჭრათ ფეხები, რაც ასევე მათ გასუქებას შეუწყობდა ხელს; რეგულარული ელექტრო შოკი კი ხელს შეუწყობდა მათი კუნთების სტიმულაციას; თუ გალიებში ეყოლებოდათ ჩაკეტილი და საყლაპავ მილში ხელოვნურ მილს ჩაუდგავდნენ, მათ კუჭში შესაბამისად მხოლოდ საკვები მოხვდებოდა; მათი სისხლის კი მცენარეების საკვებად გამოყენება შეიძლება. ფორდის მიერ შემოთავაზებული ასეთი წინადადება სადაო საკითხს წარმოადგენს, არსებული სისტემების წარმოება კი კიდევ უფრო ამაზრზენს.

image





2. სტიკერებით კვება. მოგეხსენებათ, რომ სტიკერებით კვება ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, რომლის პროცესის ამაღლების საკითხი თავდაცვის სამინისტროს რაღა თქმა უნდა სამომავლოდ გეგმებში აქვს. ტრანსდელმარული კვება თუ დღეს ნება დართულია ჯარისკაცებისთვის, რომელიც ეხმარება მათ ძალებს შენარჩუნებაში, 2025 წლისათვის ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ექიმი Patrick Dunne-ი მიიჩნევს, რომ ინოვაცია დაეხმარება ისეთ პირებს, რომლებიც მუშაობენ ძირითადად მაღალ წნევიან სფეროებში- მაღაროელები, ასტრონავტები და სხვა.


image





3. მუსიკა და კვება. ბოლო დროს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხმა ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს აღქმაზე. მაგ-ად მაღალი ხმები სადილს სიტკბოს უმატებს, ხოლო დაბალმა კი შეიძლება მას მწარე გემო მისცეს. ექსპერიმენტის წევრი Russell Jones-ს განცხადებით ეს ყოვლისმომცველი აღმოჩენაა, რამაც საკვები შეიძლება გახადოს უფრო ჯანსაღი და რედუცირებული შაქრის შემცველობაზე.

image





4. თესლი კოსმოსში. 1980 წელს ჩინელებმა თესლი გააგზავნეს კოსმოსში და მიაღწიეს საოცარ შედეგებს. თესლმა იწყო ფართო გამრავლება და უფრო გამძლე მცენარეები გაიზარდა, ვიდრე ჩვენს პლანეტაზეა. NASA შეეცადა იგივე მეთოდების შესრულებას, თუმცა ნაკლები ხელსაყრელი შედეგები მიიღო. თავად პროფესორი Liu Luxiang-ი კი განმარტავს, რომ მთავარი ამ მცენარეების ზომა არ არის და ის იზრუნებს მზარდ მოსავალზე, გამოსცა თავისი ორი ნამუშევარი, სადაც გამნარტავს ყველა დეტალს.

image






5. სენდვიჩი მედუზებით. "თუ ვერ გასინჯავთ, მაშინ შეჭამეთ"... 2013 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის შედეგად მომზადებული გეგმა, რომელიც ხმელთაშუა და შავი ზღვის მობინადრეების პოპულარიზაციის გამო შეიქმნა, ძირითადად თევზის გასაღებას ეყრდნობა. ასევე შეთავაზებულია თევზი და მედუზა სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად და დიეტისთვის. მედუზის როგორც სამრეწველო, ასევე დიდი ბიოლოგიური პოტენციალი დამტკიცდა. იგი უკვე არის აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზი, რომელსაც საკვებად იყენებენ და ფართო საზოგადოება ჰყავს მოყვარული.

ასე, რომ გასაკვირი არაა უახლოეს მომავალში საქართველოს რომელიმე კვების ობიექტში მედუზის ბურგერი შემოგთავაზონ.

image





6. საკვები პროდუქტები პლასტიკურ შეფუთვაში. 2012 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ სწრაფი კვების რესტორანში Bob's-ს ბურგერი მიუტანეს პლასტიკური შეფუთვით, რამაც მიიპყრო მისი ყურადღება და განუცხადა ობიექტის ადმინისტრაციას, რომ მომხმარებელმა შეიძლება საკვებთან ერთად ამ შეფუთვის ნაწილი გადაყლაპოს. ერთი წლის შემდეგ პროფესორმა David Edwards-მა წარუდგინა ამერიკას საჯაროდ ახალი გამოგონება-Wikicells, რომელიც დაამზადა ბუნებრივი მასალებით და ასევე დიცავს ბაქტერიებისგან პროდუქტს. ედვარდი იმედოვნებს, რომ მის სგამოგონებას ფართო მოხმარება ექნება, ვინაიდან პლასტიკური შეფუთვა ძალზედ საზიანოა ჯანმრთელობისათვის.



image





7. ხოჭოთი კვება. 2013 წლის მაისის გაეროს მოხსენიებაში იქნა განმარტებული, რომ ხოჭოთი კვება ეფექტური მეთოდია მსოფლიო შიმშილთან ბრძოლის წინააღმდეგ. ოფიციალურად 2 მილიარდი ადამიანი აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებიდან ჭამს ხოჭოს, ასევე ჭიაყელას და ფუტკარს. როგორც ცნობილია მწერები მდიდარია ცილებითა და მინერალებით, ამიტომ ის საფრთხეს არ უქმნის მათ ჯანმრთელობას, თუმცა სამომავლოდ გაერომ უნდა შეცვალოს დასავლური ეს იდეები.

image

0
816
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0