x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მომხდარმა ფაქტმა და ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ მსოფლიო შეძრა

image
ეს შემზარავი ფაქტი გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ მექსიკაში მოხდა, როდესაც 29 წლის ირმა ლოპეზს მშობიარობა ქალაქის ყველაზე პრესყიჟული საავადმყოფოს ეზოში დაეწყო და იმის გამო, რომ სამშობიაროში ადგილი არ იყო, ქალმა ეზოში იმშობიარა და იქ გააჩინა ჩვილი, რომელსაც ჭიპლარი შემოხვეული ჰქონდა და დიდი ხნის მანძილზე ბავშვმა ვერ ამოისუნთქა.

ექიმების უგულობას და უპასუხისმგებლობას მილიონობით ადამიანის აღშფოთება მოჰყვა, როდესაც სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.imageimageimage
მომხდარი ინციდენტი, რაც საავადმყოფოს მისაღებში მოხდა, ვიდეოზე იყო ასახული და იუთუბზე გავრცელდა. სადაც ჩანს, თუ როგორ არ დაეხმარა მშობიარე და მომკივან ქალს მედდა. საავადმყოფოს დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლდა.image
თუმცა დირექტორის და მედპერსონალის სამსახურიდან დათხოვნა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ საზოგადოების გულისწყრომა დამცხრალიყო.როგორც წყარო წერს, მექსიკის ჯანდაცვის მინისტრი AdrianCruz

საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი ამ არაადამიანური მოპყრობის გამო და მანვე დასძინა, რომ ქალთა უფლებები ნაკლებად დაცულია და გარდა იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ სათანადო სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საზოგადოებისთვის, ისინი მზად არიან არაადამიანურად მოექცნენ პაციენტებს - ანუ უპასუხისმგებლო თანამშრომლები შორს არიან სიკეთისა და დიდსულოვნებისგან.

რაც შეეხება ირმა ლოპეზს და მის პატარას, რომელიც მექსიკის სამშობიარო სახლის ეზოში დაიბადა, დღეს თავს მშვენივრად გრძნობენ.imageimage


3
727
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
727
  
2014, 15 აგვისტო, 8:32
კი ნამდვილად ეგრეა,მომაკვდავი რომ იყო ხელს არ მოგკიდებენ ვიდრე ფულს არ მიიტან,თუნდაც პატარა ბავშვის სიცოცხლეს ეხებოდეს საკითხი...არაადამიანები არიან.რომელიღაც კლინიკაზე იყო ერთი ამბავი ამტყდარი თბილისში.ნამდვილი სასაკლაო იყო,ბავშვებს ფეხებზე იკიდებდა მედპერსონალი და ლამის კვირა არ გავიდოდა ისე რო 2-3 ბავშვი არ დაღუპულიყო.რა ჯიშის არიან არ მესმის,ცოცხლად უნდა დაწვა ეგენი ყველა
2014, 15 აგვისტო, 8:05
ჩენთანაც იგივე ხდება. ფული თუ არ დაინახეს ფეხებზე გიკიდებენ.
ჯერ ხო აქ ფულს გახდევინებენ ოფიციალურად და მერე კიდე გთხოვენ, მათხოვრები. 3-4 დღის წინ იმშობიარა ახლობელმა და გაგვწეწესო ასე მითხრა.
2014, 15 აგვისტო, 0:19
ნეტა რატო წავიკითხე :'( გული მომიკვდა როგორ საცოდავათ აგდია ბავშვი ბალახზე :'( გაანთავისუფლონ კიარა დახვრიტონ უნდა ყველა...ასეთი ცხოველები და უგულოები რა ჯანდაბამ გამოიყვანათ.არც კი ვიცი რა ვთქვა ძალიან მომეშალა ნერვები
0 1 3