x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ანტიდიაბეტური წამლები კიბოს თავიდან აცილებას უწყობს ხელს
imageროგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, მედიკამენტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება 2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაში, ასევე გვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

კვლევის მიხედვით, მეტფორმინი, რომელიც აკონტროლებს გლუკოზის დონეს, ეფექტურად გამოიყენება სისხლძარღვთა დაავადებისა და კიბოს თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ადამიანს დიაბეტი.

მეცნიერებმა შეისწავლეს 180 000 ათასზე მეტი ადამიანი.

ქარდიფის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ქრეიგ ქური ამბობს, რომ "მეტფორმინით მკურნალობის დროს პაციენტებს ჰქონდათ პატარა, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგი გადარჩენის თვალსაზრისით, ვიდრე არადიაბეტური პრეპარატებით მკურნალობისას. ხოლო სულფონილშარდოვანათი მკურნალობისას იგივე შედეგი მუდმივად მცირდებოდა."


მეტაფორმინს უკვე ნაჩვენები აქვს კიბოს და სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტი, მას ასევე შეუძლია პრედიაბეტურ პერიოდში შეამციროს მესამე ტიპის განვითარების შანსი. თუმცა პროფესორის თქმით, მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა დროთა განმავლობაში მაინც გაუარესდება, მისი რჩევით გაუარესების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ზომიერი წონის შენარჩუნება და სისტემატური მსუბუქი ვარჯიშია.

გლუკოზის ეფექტური კონტროლი დიაბეტით დაავადებულებს შეუმცირებს ისეთი გართულებების რისკს, როგორიცაა ინსულტი და გულის იშემიური დაავადებები. მეტფორმინი რეკომენდირებულია როგორც პირველი რიგის თერაპია მეორე ტიპის დიაბეტის დროს. სულფონილშარდოვანა კი გათვალისწინებულია ისეთ შემთხვევებში, როცა მეტფორმინი არ არის შესაბამისი, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი მოვლენები.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0