x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
15 წესი იმისათვის,რომ ბებრუხანად არ იქცეთ!
image

1.ერთი ტონის ჩანთა და ფეხსაცმელი აღარ არის აქტუალური და ამასთან ერთად ეს შეხამება ავტომატურად გმატებთ რამდენიმე წელს.


2.მოერიდეთ ჩაცმულობაში ზეითუნის, ჭაობისა და მიწისფერ ტონებს.ისინი სახეზე უსიამოვნო ფერს აგირეკლავთ.



3.ზოგიერთ ქალს უყვარს მდიდრული ქსოვილის-ნატი, ატლასი, ლარექსი, გიპიური-სამოსი.ეს ქსოვილები ასაკს მოგიმატებთ, განსაკუთრებით თუ ამ ქსოვილის სამოსს დღისით (საღამოს წვეულებაზე კიდევ არაუშავს) ჩაიცვამთ.


4.თუ ასაკთან შედარებით ასაკოვნად გამოიყურებით, ჩაცმულობაში გამოიყენეთ ღია ვარდისფერ-ატმისფერი.იგი სახის კანს ახალგაზრდლ იერს ანიჭებს.

5.რაც შეეხება შავს, იგი უდავოდ ელეგანტური ფერია, მაგრამ მუდამ შავი სამოსის ტარება ასაკოვანი ქვრივის უფლებაა.მაგრამ თუ გიჭირთ ამ ფერთან განშორება, მკვეთრი ფერის შარფით ან აქსესუარით ''გამოაცოცხლეთ''.


6.მოერიდეთ ''ბალახონებსა'' და უფორმო სამოსს.ასეთი ფასონი ისეთ მოდელებს უხდებათ, რომელთა პარამეტრებიც:90-50-90-ია.


7.მოერიდეთ 80-იან წლებში პოპულარული ნეონის ფერების გამოიყენებას სამოსში.


8.შეარჩიეთ ქვედაკაბის სწორი ფორმა.ნებისმიერ ქალს უხდება მუხლს ოდნავ ქვემოთ სიგრძის.ასეთი ფორმა ნებისმიერ ფეხს უფრო ლამაზს, ტანს უფრო გამოკვეთილს გამოაჩენს.შრვლის ტოტი აუცილებლად უნდა ფარავდეს ქუსლს.უპირატესობა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მიანიჭეთ.უხეშძირიანი ფეხსაცმელი ფეხსაც უშნოდ გამოგიჩენთ და თქვენც დაგაბერებთ.ხოლო სვიტერს ან მაისურს V-ფორმის ამონაჭერი უნდა ჰქონდეს ყელთან.


9.ყველასათვის ცნობილია, რომ მუქი ფერები ადამიანს აბერებს, ღია-აახალგაზრდავებს.


10.ძვირად ღირებული ბრილიანტის ტარება რამდენიმე წლით დაგაბერებთ, რადგან მისი და მარგალიტის ტარება მხოლოდ 50 წელს გადაცილებულთათვისაა ნებადართული.სამკაულებში ბრჭყვიალა მინისა და ბისერის გამოყენებასაც მოერიდეთ.ის მიმზიდველს კი არა, უფრო სასაცილოს გაგხდით.


11.ნუ ჩაიცვამთ თინეიჯერივით.აგრეთვე გარდერობიდან მოისროლეთ სამოსი, რომელიც 80-იან და 90-იან წლებში იყო მოდაში.არაა აუცილებელი მოდის თავგადაკლული თაყვანისმცემელი იყოთ, მაგრამ სწორად შერჩეული ფერთა გამა, ქვედაკაბის სიგრძე და სამოსთან შეხამებული აქსესუარები მუდამ თანამედროვეს გამოგაჩენთ.


12.შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჩცმულობაში შემდეგ შეხამებას:ქვედაკაბა+ჟაკეტი;შარვალი+კოსტუმი.განსაკუთრებით, თუ ორივეს ერთი ნახატი ამშვენებს.ასე მკაცრი დრეს-კოდი მხოლოდ ოფიციალურ სამსახურში გამოგადგებათ.მეგობრებთან შეხვედრისა და კაფეში წასასვლელად კი-დაუშვებელია.


13.როგორი სამოსიც უნდა გეცვათ, ეცადეთ გამოკვეთოთ წელი.წვრილი ან მსხვილი ქამრით.კაბაზე, სარაფანზე, სხვათა შორის ქამარი კარდიგანსა და პალტოსაც კი უხდება.


14.ინტენსიური მაკიაჟი და თმის არაბუნებრივი შეფერილობა ახალგაზრდობის მტრები არიან.ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო რთულ ვარცხნილობას გაიკეთებს და თმას მკვეთრ ფერში შეიღებავს, მით უფრო ლამაზი გამოჩნდება.ბუნებრივობა შეინარჩუნეთ ყველაფერში.


15.და ბოლოს, ქალს.რომელსაც საკუთარი თავი უყვარს და პატივს სცემს, ნებისმიერი სამოსი უხდება.გადახედეთ შერონ სტოუნს, დემი მურს, მადონას.მათ 50 წელს გადააბიჯეს, მაგრამ მუდამ ელეგანტურად აცვიათ და მამაკაცებისთვის მაინც სასურველნი არიან.

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი9696
მარიამი9696
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0