x
ოსები თბილისის შემდეგ უკვე კიევს უმიზნებენ
image











გუშინ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე კერძოდ კი "ჩერვონოპარტიზანსკში" შევიდა სამხედრო ტექნიკა. მათ შორის 30 ტანკი, დიდი რაოდენობით არტილერია და ჯარისკაცებით სავსე რამოდენიმე სატვირთო მანქანა. აღსანიშნავია რომ ყველა მათგანი კავკასიური გარეგნობის არის. როგორც ისინი ამბობენ მოვიდნენ რათა დაიცვანრუსეთი და ებრძოლონ ამერიკას. მოსახლეობისგანმარტების შემდეგ რომ აქ არა ამერიკელებიარამედ უკრაინის 72-ე ბატალიონი იმყოფება ისინი მაინც ჯიუტად იმეორებენ თავისას რომ უკრაინა პატარა და ღარიბი სახელმწიფოა(არვიცი როგორ შეიძლება 40 მილიონიანი და ევროპაში ფართობით ყველაზე დიდისახელმწიფო ასე მოიხსენიო) და მას არ აქვს იმის თავი რომ ჯარი შეინახოს.


ყველაზე გასაკვირი კი ის არის რომ ისინი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ პრორუს მეომრებს. ისინი ამბობენ რომ "ბოევიკები" მხოლოდ ძარცვისთვის არიან ჩამოსულები და მათ სამშობლო არ აინტერესებთ.მეტიც, ისინი ძალიან ზრდილობიანად იქცეოდნენ თითქმის ყველაფერში რასაც კი მოიხმარდნენ ფულს იხდიდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მათ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა შესჩივლა რომ სოფელ ალექსანდროვკაში იმყოფებოდა ტერორისტი მეტ სახელად "პოლიცაი" რომელიც ატერორებდა, ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს.ამის შემდეგ ისინი მივიდნენ ადგილზე ამოხოცეს ყველა ვინც იქ დახვდათ. თვითონ პოლიცაი იმ დროს ადგილზე არ

იმყოფებოდა.ამჟამადოსების ადგილსამყოფელი უცნობია, მოსახლეობა


აცხადებს, რომ ისინი ღამით გადაადგილდებიან.


სისასტიკით განთქმული ოსი ბოევიკების ქცევა მართლაც საკვირველია, და დიდია ეჭვიც რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება.სავარაუდოდ ეს უნდა იყოს მორიგი რუსული ხრიკი ან საქმე გვაქვს ფანატიკოსთა ჯგუფთან რომელიც ბრძოლას აპირებს არარსებულ მტერთან ( აამერიკის შეერთებულ შტატებთან).


ისინი აცხადებენ რომ ზამთრისთვის ყველაფერი მორჩება და კიევშიც კი აპირებენ შესვლას.



P.S.

საქართველოს სახელით გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. слава україні!

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:Bastian
Bastian
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0