x
ქალი-ცხოვრების გვირგვინი
image

1. არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს. ონორე დე ბალზაკი


2.ბუნებამ ქალს უთხრა : იყავი მშვენიერი, თუ შეგიძლია; ჭკვიანი, თუ გინდა; მაგრამ კეთილგონიერი აუცილებლად უნდა იყო. პიერ ბომარშე


3. ის, ვინც ქალს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ის ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს. გიომ პიგო-ლებრენი



4. ქალი თავიდან ბოლომდე გულია. ჟან პოლი


5. ამ ქვეყანაზე ცოტაა ქალი, რომლის ღირსებაც მის სილამაზეს აღემატებოდეს. ფრანსუა დე ლაროშფუკო


6. ქალად არ იბადებიან, ქალებად ყალიბდებიან. სიმონა დე ბოვუარი


7. ქალი ერთადერთი საჩუქარია ამქვეყნად, რომელიც თავისით იფუთება. ჯან პოლ ბელმონდო


8. ქალს შესწევს უნარი ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო. ა.კუპრინი


9. არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს. ისო ზირაქი


10. არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი. სალვადორ დალი


11.თუ მამაკაცი ცუდად საუბრობს ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული. კოკო შანელი


12. ნამდვილ კაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული. ოსკარ უაილდი


13.ქალი ყველაზე სრულყოფილი თოჯინაა, რომელსაც აღტაცებითა და სიამოვნებით ვმოსავ. კარლ ლაგერფილდი

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0