x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ჟურნალმა Forbes წლის ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი ქალი-მსახიობები დაასახელა
ჟურნალმა Forbes წლის მაღალი შემოსავლების მქონე მამაკაცი-მსახიობების დასახელების შემდეგ დათვალა მსახიობი-ქალბატონების შემოსავალიც 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.

თუ მსახიობ მამაკაცებში ლიდერობა რობერტ დაუნი-უმცროსმა მოიპოვა, ქალბატონებს შორის სიის სათავეში 50 წლის სანდრა ბალოკი მოექცა, რასაც ის ფილმს "გრავიტაციას" უნდა უმადლოდეს.

მისი შემოსავალი 51 მილიონი დოლარია. სიის სათავეებში ყოფნას სანდრა ბალოკი როლების სწორად შერჩევით ახერხებს.

image



მეორე ადგილზე ფილმების "შიმშილის თამაშები" და "ადამიანები იქსი" ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსია, წლის განმავლობაში მსახიობმა საკუთარი ბიუჯეტი 34 მილიონი დოლარით შეავსო.

image

ლიდერების სამეულს ასრულებს ჯენიფერ ენისტონი წლიური შემოსავლით 31 მილიონი დოლარი. ამერიკელების საყვარელი ქალბატონის სოლიდურ ჰონორარებს არამარტო კინოფილმები,

არამედ სარეკლამო კონტრაქტებიც უზრუნველყოფს.

image


ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეულში მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა:

გვინეტ პელტროუ მეოთხე ადგილზეა 19 მილიონი დოლარი შემოსავლით, რომელშიც დიდი წილი ფილმის "რკინის კაცი 3" როლის შესრულებიდან არის მიღებული.

image

ანჯელინა ჯოლიმ 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რაც მსახიობის ოპერაციას უკავშირდებოდა, ჯოლი დაუბრუნდა კინოკარიერას ფილმით " "Maleficent", სადაც მან ბოროტი ჯადოქრის როლი ითამაშა.

image


კამერონ დიასის შემოსავალი 18 მილიონი დოლარი იყო. 40 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმმა "სხვა ქალი", რომელშიც კამერონ დიასი მთავარ როლს თამაშობს უკვე 190 მილიონზე მეტი

შემოსავალი მოიტანა. ასე რომ მსახიობის შემოსავლებიც იზრდება.

image


სკარლეტ იოჰანსონმა 17 მილიონი დოლარი მიიღო

image


ემი ადამსმა 13 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მსახიობმა მეხუთედ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "თაღლითობა ამერიკულად"

image


ნატალი პორტმანმა და კრისტენ სტიუარტმა 12 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

image

ნატალი პორტმანი

image

კრისტენ სტიუარტი


0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0