x
image
beko777
სახის მოვლის ძალიან კარგი პრაქტიკული რჩევები
ცხვირი


imageუფრო ხშირად ჩვენი ცხვირი არ მოგვწონს. ის ხან მეტისმეტად დიდი გვეჩვენება, ხან ღილივით პატარა; ხან ზედმეტად პრიალებს, ხან წითლდება, ხანაც ზედმეტად აწეულია – ერთი სიტყვით, არ მოგვწონს და გვინდა მისი მოყვანილობის შეცვლა. ამ სურვილის შესრულება შესაძლებელია. პლასტიკური ქირურგია სასწაულებს ახდენს. საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ესთეტიკური შესწორებები სწორად იყოს შეტანილი, ეს საკითხი სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს. ცხვირი სახეს დამახასიათებელ გამომეტყველებას აძლევს და მისი ესთეტიკური შესწორებით შესაძლებელია, სრულიად წავშალოთ ეს გამომეტყველება.
გარდა ამისა, ცხვირის პრობლემა ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადაიჭრას უფრო მარტივი საშუალებითაც, მაგალითად, თმის ვარცხნილობის დახმარებით. პატარა ცხვირს უხდება ხუჭუჭი, გაფუებული თმა; გრძელი ცხვირი მოითხოვს კლასიკურ ვარცხნილობას: - რბილი, თავისუფლად დაფენილი თმა, დახვეული მსხვილ ტალღებად, ამ შემთხვევაში კარგია აგრეთვე ფართოფარფლებიანი ქუდი. თმა უმჯობესია გვერდზე გაყოფილი;


imageცხვირზე პუდრი უფრო მუქი უნდა იყოს, ვიდრე სახის სხვა ნაწილებზე; ტუჩები ზედმეტად არ უნდა იყოს ხაზგასმული – უმჯობესია მკვეთრად გამოხატული თვალების გამომეტყველება (ამისათვის გულდასმით უნდა მოვხაზოთ წარბები, ყურადღებით დავივარცხნოთ წამწამები, თვალყური ვადევნოთ იმას, რომ თვალები მუდამ ჯანმრთელი და დაწმენდილი იყოს. ცხვირის პრიალს შეპუდვრით არაფერი ეშველება. ცხვირზე პუდრის ხშირი წასმა ცხვირზე წარმოქმნის ცხიმიან, პუდრით არათანაბრად დაფარულ კუნძულს, რომელიც არცთუ ისე სასიამოვნო შესახედავია. ყველაფერს ჯობია პირის ყოველდღიური დაბანვა გადადუღებული წყლითა და ნაკლებ ტუტიანი საპნით. ზოგჯერ კარგია ცხვირის დაზელვა გასაპნული კბილის ფუნჯით (უნდა ვაკეთოთ პატარა წრიული მოძრაობები ცხვირის წვერიდან ნესტოებისაკენ. მასაჟისთვის კარგია აგრეთვე ხორბლის ან ნუშის ქატოსგან ნუშის მომზადებული ფაფა. დაბოლოს, ცხვირი უნდა მოვიბანოთ ცივი წყლით, რომელშიც დამატებულია ლიმონის წვენი, ან მსუბუქი დარტყმით ცხვირის კანზე შევიზილოთ დამჭიმავი საშუალება.


პირი



imageლამაზი ტუჩები და უხინჯო კბილები სახის საუკეთესო სამკაულია. ამიტომ მათ განსაკუთრებით უნდა ადევნოთ თვალყური. პომადის საშუალებით ტუჩებს შეიძლება მეტი გამომეტყველება მივცეთ; მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტუჩები ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ბუნებრივი ფერით არის შეღებილი. ტუჩების მოყვანილობის ძალდატანებითი შეცვლა და ეგზოტიკური ელფერის პომადის ხმარება არაბუნებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს და აბერებს ქალს. მეტად სასარგებლოა ტუჩებზე კბილის რბილი ჯაგრისით მასაჟის გაკეთება.
imageტუჩების პომადა ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალმა იცის მისი სწორად გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს პომადის ფერის სწორად გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს პომადის ფერის სწორად შერჩევას, ტუჩების ზუსტად შემოხაზვას ფუნჯით, სპეციალური ფანქრით ან პომადის წვეტიანი ბოლოთი და შემდეგ, ზედმეტი საღებავის მოშორებას, რისთვისაც გამოიყენება ქაღალდის ხელსახოცი. პირი შეიძლება დავაპატარაოთ, თუ პირის კუთხეებს შეუღებავს დავტოვებთ. ტუჩები ისე უნდა დავფაროთ პომადით, რომ ლაპარაკის ან სიცილის დროს შეღებილ ტუჩებს შორის არ ჩანდეს ფერმკრთალი ლორწოვანი გარსი, რაც მეტად ულამაზოა. თუ გინდათ, რომ პომადა დიდხანს შეგრჩეთ ტუჩებზე, პირველი წასმის შემდეგ ტუჩები მსუბუქად უნდა დაიპუდროთ და მერე კიდევ ერთხელ გადაისვათ პომადა. ძილის წინ აუცილებელია პომადის მოშორება, ამისთვის გამოიყენება მცენარეული ან კაკაოს ზეთი და ვაზელინი, იმისდა მიხედვით, თუ რა უფრო მოგწონთ და რამდენად მშრალი ტუჩები გაქვთ. თუ ტუჩები გისკდებათ, გექერცლებათ და გეწყვით, საჭიროა მათი დარბილება. ასეთ შემთხვევაში სასარგებლოა ჰიგიენური პომადის გამოყენება.


ღაბაბი


imageღაბაბის გაჩენაში ხშირად ჩვენვე მიგვიძღვის ბრალი, ვკითხულობთ ლოგინში თავქვეშ ამოდებული რამდენიმე ალიშით, სიარულის დროს ძირს ვიყურებით, მუშაობის დროს თავს დაბლა ვხრით და ნიკაპით ვეყრდნობით გულმკერდს. ყოველივე ეს მეტად ცუდი ჩვეულებაა. თავი მუდამ პირდაპირ უნდა გვეჭიროს, კისერი – მოღერებული, ნიკაპი ოდნავ მაღლა აწეული. ქალი, რომელსაც თავი სწორად უჭირავს, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.


imageღაბაბის საწინააღმდეგო ვარჯიშები


* დაეყრდენით იდაყვებით მაგიდას და ნიკაპი დადეთ ხელებზე, ხელებით ასწიეთ ნიკაპი მაღლა. შემდეგ ნიკაპის დახმარებით დაუშვით ხელები დაბლა. დაშვებისას უნდა იგრძნოთ ხელების წინააღმდეგობა.


* თავისუფლად ჩაკიდეთ თავი მკერდზე. წრისმაგვარი მოძრაობით აწიეთ თავი მარცხნივ, შემდეგ კი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში. მოძრაობა თავისუფალი უნდა იყოს, თავი საკუთარი სიმძიმისგან უნდა ვარდებოდეს.


* შეიძლება აგრეთვე თავით შემოხაზოთ წრე. ამ ვარჯიშის შესრულებისას წრის მოხაზვის დროს შეისუნთქეთ, თავის დაშვებისას ამოისუნთქეთ.


* დაიწყვეთ ხელები კისრის უკან, ჩაისუნთქეთ, მოაბრუნეთ ნიკაპი მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ამოისუნთქეთ.


* ერთი ხელი დაიდეთ კისრის უკან, მეორე კი მოიკიდეთ ნიკაპზე, დახარეთ თავი, ჩაისუნთქეთ, ხელის მიწოლით აწით თავი, ნიკაპი წაწიეთ წინ – ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი, სანამ ჰაერი გეყოფათ. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ნელ ტემპში, დამჯდარ მდგომარეობაში. ამ დროს წონასწორობა დაცულია და მოძრაობაც უფრო თავისუფალია.

0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0