x
image
beko777
ფეხმძიმე ქალის მედიცინა
მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას ფეხმძიმე ქალის დიეტა ბავშვში ასთმის ჩამოყალიბების პროცესზე. ამ საკითხის შესწავლის მიზნით საერთაშორისო ასთმის კომპანიამ 105, 000 სტერლინგი გადასცა ბერლინის უნივერსიტეტს, რომელსაც დასახული აქვს, გამოიკვლიოს კავშირი ჟანგვაწინაღ საკვებს, ცხიმსა და ზეთს შორის.


„ბოლო ორმოცი წლის მანძილზე ძალიან გაიზარდა ასთმის შემთხვევები” – ამბობს დოქტორი გრემ დავერექსი, რესპერატორიული მედიცინის კონსულტანტი – ჩვენი აზრით, გარემო კი არ გახდა უფრო ტოქსიკური, არამედ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა გაზარდა ასთმის განვითარების რისკი. ამ ორმოცი წლის მანძილზე 50 პროცენტზე მეტად შემცირდა ახალი ხილისა და ბოსტნეულს გამოყენება. რამდენიმე გამოკვლევამ უჩვენა, რომ მძიმე, შეკრული სუნთქვა კავშირშია დიეტებთან”.


ეპილეფსიით დაავადებული ქალები ხშირად ვერ ხვდებიან იმას, რომ დაუგეგმავი ორსულობის რისკის წინაშე დგანან. ბრიტანეთის ეპილეფსიის ასოციაციის გამოკვლევების თანახმად, 27 პროცენტიზე მეტი ქალი კონტრაცეპტივების წარუმატებლობის წინაშე დგას. ეს იმიტომ ხდება, რომ ექიმები არ ეუბნებიან თავიანთ ავადმყოფებს ეპილეფსიის წამლებსა და ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს შორის შესაძლებელი ურთიერთმოქმედების შესახებ.
ზოგიერთ წამალს შეუძლია სხეულში დააჩქაროს ორალური კონტრაცეპტივების დაშლის პროცესი, რაც თავისთავად ამცირებს კონტრაცეპტივების ეფექტიანობას.


image


image

image

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0