x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თინა მახარაძე: " სიყვარულს მიხსნიან, სახეს იხოკავენ, ფეხებში მივარდებიან"

image

მსახიობი თინა მახარაძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო და შეიყვარა. კარიერა საზღვარგარეთ განაგრძო, სულ ცოტა ხნის წინ კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ვიხილეთ.

ინტიმურ თემებზე თამამმა ინტერვიუებმა მსახიობისადმი დიდი აგრესია გამოიწვია. დიდმა თუ პატარამ, უცნობმა თუ ცნობილმა სახემ თინა საგულდაგულოდ გალანძღა.

ერთ დღეში მსახიობის ცხოვრება შეიცვალა, უზღვავი აგრესია და სიძულვილი... არაფერს ნანობს, თვლის რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. "ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა ჩემს განცხადებას, ბევრი რამ შეივალა. ჩემდა უნებურად გარკვეული რევოლუცია მოვახდინე. შემდეგში სხვა რომ დააფიქსირებს პირად აზრს ნაკლები ქვა მოხვდება"-ამტკიცებს თინა.

image

მსახიობი მისდამი წამოსულ აგრესიას ებრძვის. აგინებენ პირში ან ზურგს უკან. თინა კი ყოველთვის პატრულს იხმობს საშველად. ცდილობს თავი არ შეიზღუდოს. მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით და ველოსიპედით. წუხს, რომ არ აცლიან წიგნის კითხვას ხანაც მუსიკის მოსმენას. მსახიობი ამ ყველაფრით უკვე დაიღალა, მეტიც ცრემლსადენი გაზითაც კი უწევს სიარული. "არ მინდა რადგან მსახიობი ვარ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყო. ცრემლსადენი გაზით დავდივარ, რადგან მომყვებიან, სახლთან მელოდებიან, მეძახიან, მემუქრებიან, სიყვარულს მიხსნიან, სახეს იხოკავენ, ფეხებში მივარდებიან... სრული სიგიჟე ხდება! მოკლედ, ან დედას მაგინებენ, ან ისტერიკაში არიან და მადიდებენ. ეს საინტერესო აღარ არის, დამღლლია უკვე"-ამტკიცებს თინა.

image

0
326
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0