x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორი დედინაცვალია ქეთა თოფურია?


image
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ის რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობადი და გამორჩეული სახეა. მაყურებელმა საქართველოდან ჩასული ახალბედა მომღერალი მალევე მიიღო და შეიყვარა. ქეთამაც ადვილად მოახერხა თავის დამკვიდრება და გარემოსთან შეგუება.


ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ის ტრადიციული ოჯახიდანაა, დედამისი უცხოენების სპეციალისტია, მამა კი აკადემიკოსი.

image

რაც მთავარია ქმარი ქეთას შეზღუდვებს არ უწესებს. მათი ურთიერთობა ნდობასა და სიყვარულზეა დაამყარებული.


ეს ორივესათვის პირველი ქორინებაა, თუმცა ლიოვას ქალიშვილი ჰყავს. 15 წლის სონია შვეიცარიაში სწავლობს. მომღერალი შესანიშნავი დედინაცვალიც გამოდგა. სონია ქორწილშიც იყო, როდესაც შვეიცარიიდან ჩამოდის ქეთასთან ბინავდება. მეტიც, ხშირად დასასვენებლადაც კი ერთად დადიან. უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ხმები ქეთას ორსულობის შესახებ. რაც სამწუხაროდ სიცრუე აღმოჩნდა. წყვილს ძალიან უნდა შვილი ჰყავდეს. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

0
541
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0