სხვა კონკურენცია ბაზარზე და მისი ფორმები 2014, 24 ივლისი, 0:51 კონკურენცია არის მეტოქეობა ცალკეულ სუბიექტებს (კონკურენტებს) შორის რაიმე ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ეკონომიკის სფეროში იგი წარმოგვიდგება როგორც მეწარმეთა შეჯიბრი საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის. ვინც გაიმარჯვებს ამ შჯიბრში, მას გარანტირებული აქვს მტკიცე პოზიციები და მაქსიმალური მოგება.
იმ პირობების თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებშიც წარმოიშობა კონკურენცია, ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოყოფენ საბაზრო სტრუქტურის (ბაზრის მოდელის) 4 ძირითად ტიპს: სრულყოფილი კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია. შევეცდები დავახასიათო თითოეული მათგანი.
მონოპოლია არის ბაზარი, სადაც მხოლოდ ერთი გამყიდველია და მისმიერ წარმოებულ საქონელს ახლო შემცვლელები არ აქვს. მონოპოლიურ ბაზარზე ძირითად რესურსს ერთი ფირმა ფლობს, მთავრობა ამ ფირმას რაიმე საქონლის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას აძლევს და წარმოების დანახარჯები ისეთია, რომ ერთი მწარმოებელი უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე მრავალი. მონოპოლიები, რომელთაც მთავრობა და კანონი მხარს უჭერს, ლეგალური მონოპოლიების სახელითაა ცნობილი. ასეთებია ბუნებრივი მონოპოლია, პატენტები, საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები. ბუნებრივ მონოპოლიებს ხშირად კომუნალური მომსახურების მონოპოლიებსაც უწოდებენ, ისინი ხშირად ჩართულნი არიან წყალმომარაგების სფეროში, ელექტროენერგიის მიწოდებაში და სხვ. პატენტი ერთგვარი მონოპოლიაა, რადგან მთავრობა გამომგონებელს ახალ პროდუქტზე ან იდეაზე კერძო საკუთრების უფლებას აძლევს 17 წლის ვადით და თუ რომელიმე ფირმას იგივე პროდუქტის წარმოება მოუნდება პატენტის მფლობელს ფული უნდა გადაუხადოს. საავტორო უფლებები ნიშნავს საკუთარი ნაწარმოების გაყიდვის, ტირაჟირების ან გავრცელების ექსკლუზიურ უფლებას 50 წლის განმავლობაში. სავაჭრო ნიშანი სპეციალური დიზაინი ან სიმბოლოა, რომელიც პროდუქციის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. სხვა საწარმოს უფლება არ აქვს გამოიყენოს იგივე სიმბოლო, რათა მომხმარებელს ორიგინალში არ აერიოს. მონოპოლისტური ფირმები მოგების მაქსიმალიზაციას ცდილობენ, ამიტომ ისეთ რაოდენობას აწარმოებს, რომ ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის ტოლი იყოს. ამის შემდეგ მონოპოლია ირჩევს ისეთ ფასს, რომლის დროსაც მოთხოვნა მიწოდებას გაუთანაბრდება. საქართველოში მონოპოლიის საუკეთესო მაგალითია „თელასი“ და “Georgian water and power”. ოლიგოპოლია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, სადაც რამდენიმე მსხვილი საწარმო აწარმოებს მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს. კომპიუტერული ტექნიკა და გამაგრილებელი სასმელები ასეთი დარგების მაგალითია. ოლიგოპოლიაში საწარმოები კონკურენციას სხვადასხვანაირად ეწევიან. ისინი პროდუქციის დიფერენცირებაზე მეტად ზრუნავენ, რათა მომხმარებლებმა იცოდნენ წარმოებულ პროდუქციებს შორის განსხვავება. ოლიგოპოლიის დროს საწარმოები ფასის მაძიებლები არიან, თუმცა ვინაიდან ბაზარზე რამდენიმე საწარმოა, ფასი დამოკიდებულია ყველა საწარმოზე. თუ ერთი შეამცირებს ფასს, მეორე საწარმოც ამცირებს მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა ეს ორივე საწარმოს შემოსავალს შეამცირებს, ამიტომ ფასთა კონკურენციას ნაკლებად აქვს ადგილი ოლიგოპოლიის დროს. მოგების გაზრდის მიზნით საწარმოები გარიგებას დებენ ფასების დადგენაზე. გარიგებას ხშირად მთავრობა კრძალავს. ოლიგოპოლიურ ბაზარზე ახალი ფირმების შეღწევა საგრძნობლად გაძნელებულია მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი მსხვილი ფირმების მიერ გავლენის სფეროების განაწილების გამო. ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფირმის მეტოქეობა განაპირობებს იმის შესაძლებლობასა და აუცილებლობას, რომ ფასისმიერ კონკურენციასთან ერთად გამოყენებული იქნეს არაფასისმიერი კონკურენცია. თითოელი ფირმის ქცევა სულ უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება კონკურენტი ფირმების რეაქციასა და დაცვაზე. მონოპოლისტური კონკურენცია გვხვდება მაშინ, როდესაც საწარმოები მომხმარებელს მსგავს, მაგრამ არა იდენტურ პროდუქტებს სთავაზობენ. ასეთ ბაზრებზე ბევრი ფირმაა და თითოეულ ფირმას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს თავიანთი პროდუქციის ფასი, ვინაიდან ეს პროდუქცია სავსებით ერთნაირი არ არის. ასეთი კონკურენციის პირობებში საწარმოები ცდილობენ დაანახონ მომხმარებელს რომ მათი პროდუქცია სხვისაზე უკეთესია. აქედან გამომდინარე, ყველა საწარმო ცდილობს გაზარდოს საკუთარი პრესტიჟი, კლიენტების მომსახურებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს, გასცეს გაყიდულ პროდუქციაზე გარანტიები და ტექნიკურად უზრუნველყოს. სარეალიზაციო პროდუქტი უნიკალურია და რადგან იგი სხვას არავის არა აქვს, მყიდველი იძულებულია იყიდოს მონოპოლიურ მაღალ ფასში. ფირმა-მონოპოლისტი სრულიად აკონტროლებს როგორც საქონლის მიწოდებას, ისე საბაზრო ფასებს. პოტენციური კონკურენტებისთვის მონოპოლისტს აღმართული აქვს ძნელად დასაძლევი ბარიერები, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ ფეხის მოკიდებას და რეალური ეკონომიკური მეტოქეობის გაწევას. მოთხოვნა და მიწოდება ყველაზე ეფექტიანად სრულყოფილი კონკურენციის დროს მოქმედებს. ამ საბაზრო სტრუქტურაში მრავალი მყიდველი და გამყიდველია, მწარმოებლების საქონელი და მომსახურება იდენტურია, მყიდველებსა და გამყიდველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბაზარზე შესვლა და მისი დატოვება. როდესაც ეს პირობები შესრულებულია, არც ერთ გამყიდველს არ შეუძლია გავლენის მოხდენა დადგენილ ფასზე. ამის გამო სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე მოქმედ საწარმოებს ფასის მიმღებს უწოდებენ, ისინი იღებენ ბაზრის მიერ განსაზღვრულ ფასს და შემდეგ იღებენ გადაწყვეიტლებას, რამდენი აწარმოონ ამ ფასად.თითოელი მეწარმე მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ, სავსებით ურთიერთშემცვლელ საქონელს მცირე პარტიით, რომელთა ხვედრითი წილი ანალოგიური პროდუქციის წარმოების საერთო მოცულობაში უმნიშვნელოა და რაიმე არსებით გავლენას ვერ ახდენს ბაზრის საერთო კონიუქტურაზე. სარეალიზაციო ნაწარმზე საბაზრო ფასები ყალიბდება მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ეკონომიკური კანონის შესაბამისად. საქონლის დიფერენციაცია მწარმოებელს (გამყიდველს) აძლევს იმის საშუალებას, რომ, კონკურენტების ქცევის გაუთვალისწინებლად დააწესოს შედარებით მაღალი საცალო ფასები საქონელზე.თითქმის ყველა მსურველს (პოტენციურ კონკურენტს) შეუძლია ხელი მოჰკიდოს ნებისმიერი საქონლის წარმოებას და გამოიტანოს თავისი ნაწარმი სარეალიზაციოდ. 5623 1-ს მოსწონს |
გმადლობთ