x
ვენესუელის მდებარეობა : ეკონომიკურ-გეოგრაფიული, სატრანსპორტო, გეოპოლიტიკური

ვენესუელის რუკაოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა სამხრეთ
ამერიკაში ჩრდილოეთით მდებარე ტროპიკული ქვეყანაა.
მისი მოსაზღვრე ქვეყნებია : დასავლეთით კოლუმბია, აღმოსავლეთით გაიანა, და სამხრეთით ბრაზილია. მისი ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2 800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ
კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სახმელეთო საზღვრები კი შეადგენს 4993 კილომეტრს.

ვენესუელის გეოგრაფიული მდებარეობიდან აღსანიშნავია ის რომ, სამხრეთით და აღმოსავლეთით ამაზონიის ტროპიკული
ტყეების გამო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო დასავლეთით კი მთაგორიანი საზღვარი აქვს კოლუმბიასთან (2213კმ
).ორინოკო სანავიგაციო მდინარეა, იგი გამოიყენება საოკეანო გემების გადასაადგილებლად და ოკეანესთან აკავშირებს მთავარ სამრეწველო ქალაქს სიუდად-გაიანას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

ვენესუელის ეკონომიკისათვის ქვაკუთხედია ნავთობის ინდუსტრია, რაც ხელს უწყობს მისი ეკონომიკის განვითარებასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს მეზობელ თუ არა მეზობელ ქვეყნებთან . მას აქვს ხელსაყრელი და გეოპოლიტიკური მდებარეობა რეგიონში. როგორც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ოპეკის(OPEC) დამფუძნებელი, ვენესუელა არის მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო ბაზრის ამ სექტორში.მისი ბენზინი ცნობილია როგორც ნაკლებად ძვირი მსოფლიო ფასებთან შედარებით.მისი ნავთობის დიდი რაოდენობა გადის ექსპორტზე და მოიცავს 80%-ს . ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ვენესუელას აშშ-სთვის ნავთობის მიწოდებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს .

სატრანსპორტო მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვენესუელას აქვს კარიბის ზღვაში გასასვლელი, რომლითაც ის შემდეგ
უკავშირდება მსოფლიო ოკეანეებს. რაც შეეხება პორტებსა და ნავსადგურებს ისინი ძირითადად განლაგებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში . ეს პორტებია : პუერტო-კაბელიო, ლა-გუაირა, პუერტო-ლა-კრუსი, პუერტო-მირანდა. პუერტო-კაბელიო ქვეყნის უდიდესი საზღვაო პორტია, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს ქვეყნის ვრცელ ნავთობინდუსტრიაში. ლა-გუაირა- მეორე მნიშვნელოვანი პორტია, წარმოადგენს დიდ საზღვაო ნავსადგურსა და თევზჭერის ცენტრს. განვითარებულია მრეწველობა, ძირითადად მუშავდება საიმპორტო ნედლეული. პუერტო-მირანდაში
არის ნავთობის პორტი, რომელსაც მართავს ვენესუელის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (Venezuelan State Oil Company), რომელიც არის ყველაზე დიდი ნავთობის ექსპორტიორი სამხრეთ ამერიკაში . მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ის ფაქტი რომ, ვენესუელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს საჰაერო ტრანპორტით უკავშირდება.

ვენესუელას აქვს შეზღუდული სარკინიგზო სისტემა, რომელსაც არ აქვს აქტიური სარკინიგზო კავშირები სხვა
ქვეყნებში.

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0