x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
შეცდომა

ზოგჯერ ვირჩევთ შეცდომას. ზოგჯერ სხვა აადამიანები აგვაცდენენ ხოლმე გზას. ზოგჯერ ჩვენი წინასწარმეტყველება ლამის ახდება ხოლმე, ზოგჯერ გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო აცდება ხოლმე სიმართლეს, ზოგჯერ კი შეცდომებს მართლაც ისტორია გაამართლებს. მოკლედ, არცერთი ის საბაბბი, რომელსაც შეცდომის გასამართლებლად ვიყენებთ, მთლად უსაფუძვლო არ არის. პრობლემა ია არის, რომ როდესაც სიმართლე ჩვეწნსკენ არის, ამის საწინააღმდეგოდ არასდროს ვამბობთ- “წარმოუდგენელია, ეს სიმართლე იყოს''. არც იმას ვაპროტესტებთ, რომ სიმართლის ზღვარს მხოლოდ ოდნავ მივუახლოვდით; საკუთარ სიმართლეს სხვა ბედნიერ შემთხვევას არ ვუკავშირებთ და არც დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ რაც არ უნდა მართალი ვჩანდეთ ახლა, მომავალში უთუოდ მცდარი აღმოვჩნდებით. არც ის მიგვაჩნია სამართლიანად, რომ ჩვენმა მეტოქემ თქვას-“ შევცდი, მაგრამ''. როდესაც საქმე შეცდომას ეხება, ხშირ შემთხვევაში თავის მართლების ამ ფორმებს, სამწუხაროდ, ცალმხრივი სახე აქვს.

როგორც ქეთრინ შულცი აღნიშნავს განსაკუთრებით გვიჭირს ვთქვათ- “შევცდი'', ანუ ასე თუ ისე, გვიჭირს საკუთარ შეცდომაზე საუბარი . უმრავლესობას არ შეუძლია, შეცდომის ყოველ აღიარებას “მაგრამ'' არ დაამატოს.

ერთი მხრივ, საკუთარ შეცდომაზე დიდხანს საუბარი არ გვიყვარს და “მაგრამ'' სიტყვის დამათებით ავარიდებთ ხოლმე მას თავს. ამავე დროს, ამ სიტყვით გამოვხატავთ სურვილს, რომ ქვეყნად ყველაფერი ავხსნათ-ეს სურვილი საკუთარ შეცდომას უკავშირდება. ცუდი სულაც არ არის, რომ სურვილი გვაქვს ავხსნათ, რასტომ შვცდით. სინამდვილეში, ჩადენილი შეცდომის კრიტიკული ანალიზი ძალიან კარგია: საკუთარი შეცდომა ამ გზით უნდა დაგვეხმაროს მოფიქრება-გადაფიქრებაში, ამ შემოქმედებასა და შემოქმედებითობაში.


თინიკო ორველაშვილი

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თინიკო ორველაშვილი
თინიკო ორველაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0