x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
ლარიდღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას - ლარს თავისი სიმბოლო აქვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 8 ივლისს ლარის ეროვნული ვალუტის ოფიციალური სიმბოლოს პრეზენტაცია გამართა.

ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა.



კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭაimage


კონცეფციის ავტორი მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა. მისი თქმით, გამიზნულად მოხდა ლარის სიმბოლოს არა მარტო ევროსთან მიმსგავსება, არამედ ის ცდილობდა, რომ ახალი სიმბოლო ყოფილიყო მსგავსი დანარჩენი იმ ვალუტებისა, რომლებიც ასე თუ ისე ჩვენს ბაზარზე ხვდება და რომელთანაც ურთიერთობა აქვს ქართულ ლარს.


imageგიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად, დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.

imageროგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ვალუტის სიმბოლოების შემთხვევებში პარალელური ხაზების არსებობა ემსახურება მხოლოდ ასო-ნიშნის სიმბოლოდ გარდასახვას. ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში კი ქართული „ლასის“ ვერტიკალური ორი ხაზი ასოს ორგანული ნაწილია. ასევე, სიმბოლოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს „ლასის“ ეგრეთწოდებული ფეხი, რომელიც ჰორიზონტალური ხაზითაა წარმოდგენილი და ზედა დინამიურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს..

imageასევე დაგეგმილია ლარის სიმბოლოს "Unicode" - ის შექმნა...

ლარის სიმბოლოს გამოყენება უფრო პრაქტიკულს გახდის ქართული ფულის რიცხვით მნიშვნელობასთან მითითების პროცესს, როგორც ქაღალდზე წერისას, ასევე კომპიუტერზე სხვადასხვა შრიფტების გამოყენებით ბეჭდვისას. ამგვარი სიმბოლოს შემოღებით ასევე ამაღლდება ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.

image



გთავაზობთ პრეზენტაციის ამსახველ ვიდეომასალას.
image

0
102
5-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0