x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოსტიკა რამდენიმე წლით ადრე იქნება შესაძლებელი
ალცჰეიმერის დაავადებაბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ტესტის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოსტიკა რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.

აღნიშნული დაავადებულებს საშუალებას აძლევთ წინასწარ დაგეგმონ მომვალი და მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ ახლობელ ადამიანებს, სანამ მათი მეხსიერება გახუნდება.

მეცნიერები ასევე იმედოვნებენ, რომ ახალი პრეპარატების საშუალებით ისინი შეძლებენ დაავადების შეჩერებას ადრეულ ეტაპზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე მიღწევა ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობაში, თუმცა პაციენტთა დიდ ჯგუფზე ტესტირებისას მან შედეგი ვერ აჩვენა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი არაეფექტურობა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ შემთხვევებში დაავადება უკვე შორს იყო წასული. ადრეული დიაგნოსტიკის საშუალება კი, მკვლევართა ვარაუდით, შესაძლებელს გახდის ახალი მეთოდების მოსინჯვას და დაავადების განკურნებას თუ არა შენელებას მაინც.

ტესტის ახალი მეთოდი შეიმუშავა ლონდონის სამეფო კოლეჯის გუნდმა. ექსპერიმენტი ჩატარდა 1148 მოხუცზე და მათი 88%-ისთვის მოხდა დაავადების ზუსტი პროგნოზირება.


ბოლო პერიოდში ალცჰეიმერის დაავადების წინასწარი დიაგნოსტიკის მიზნით კიდევ რამდენიმე მეთოდი შეიმუშავეს, მათ შორის ერთი იტალიელმა მეცნიერებმა რომში, მეორე კი ამერიკელთ გუნდმა ვაშინგტონში.

2
30
3-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
30
  
2014, 10 აგვისტო, 11:39
მეც :))
2014, 9 აგვისტო, 19:46
ალცჰეიმერზე სულ ფილმი Notebook-ი მახსენდება ხოლმე.
0 1 2