x
image
hamunaptra1990
რობერტ სტურუა-"სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... "(+ვიდეო)
image
რუსთაველის თეატრში დაახლოებით ერთი კვირის წინ კამერამ მოჩვენება დააფიქსირა. ამის შესახებ თვით რეჟისორ რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის მსახიობებსაც სჯერათ.

რობერტ სტურუამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 1 ივნისს ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

"გუშინწინ, დაახლოებით 03.00. საათზე, პატარა გადახურული თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან, რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა...ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს.
გამომიგზავნეს ვიდეოკამერის ჩანაწერი, მაგრამ ვერ გავხსენი."

imageimage


არსებობს ვიდეორგოლიც, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეშვება რაღაც ნათება. ეს მოჩვენება სწორედ იმ დღეს დაფიქსირდა, როდესაც სანდრო ახმეტელი დახვრიტეს...

გთავაზობთ ვიდეოს და ინტერვიუს მსახიობებთან ამ ფაქტთან დაკავშირებით:

0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0