x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე დიდი და ბრენდული პროექტები, რომლებიც თქვენდა გასაოცად ავტოფარეხიდან, საბარგულიდან და ფარდულიდან დაიწყეს.
დამეთანხმება ბევრი თქვენგანი იმაში, რომ ცხოვრების "რიგ-გარე" გვაწუხებს ოცნებები- დავწეროთ წიგნი, მივაღწიოთ წარმატებას სპორტში, გვქონდეს რაიმე მეცნიერული მიღწევები, ავაშენოთ კომპანიები და ა.შ. ეს ყველა სურვილი და იდეაც კარგია რომ გვაქვს, თუმცა არის გარკვეული მიზეზები( - ფინანსები, ადგილისა და დროის სიმცირე, ათობით სხვა მიზეზთა კომბინაცია), რომლებიც მათ განხორცილებაში გზაზე გვეღობება. იშვიათ შემთხვევაში კი მოხდა ისეც, რომ სამზარეულოში, საკუჭნაოსა და ავტოფარეხში დაწყებულმა ბიზნესმა დღეს ფართო და ბრენდული აღიარება ჰპოვა.


image



მაშასადამე, მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე დიდი და ბრენდული კომპანიებისა და პროექტების შესახებ, რომელთა აღორძინება სამზარეულოდან, ავტოფარეხიდან და საკუჭნაოდან დაიწყო, დღეს კი ფართო აღიარება აქვთ მსოფლიოს მასშტაბით. აი ისინიც:


1. Apple. როგორც ცნობილია იგი ერთ-ერთი ძლიერ ტექნოლოგიური პროექტია მთელს მსოფლიოში, რომლის წარმოებაც ავტოფარეხში 1976 წელს Steve Jobs-ის მშობლებმა დაიწყეს. თვეში ანუ 30 დღეში, ხელით იწყობოდა 50 კომპიუტერი და მათი საცალო ღირებულება 500$-ს შეადგენდა. როგორც უკვე ცხადია, ამ პროექტმა კარგად გაამართლა.


image

image




2. The Beatles. სანამ ჯგუფი ამ სახელით ჩამოყალიბდა, ერქვა The Quarrymen, მისი ერთ-ერთი წევრის John Lennon-ის თაოსნობით, რომელიც კლასელ მეგობარ ბიჭებთან ერთად შეიქმნა, შემდგომში გადაერქვა The Beatles. თავდაპირველად რეპეტიციებს ახალგაზრდები საკუთარ სახლებში მართავდნენ, თუმცა მშობლებისგან მათი ხმაურის ატანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ჯგუფმა რეპეტიციაც და სიმღერების ჩაწერაც ფარდულში განაპირობა.

image





3. Harley-Davidson. 1901 წელს William S. Harley-მ დაიწყო ძრავის ინსტალაცია საკუთარი ველოსიპედისთვის. რამოდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ კი მან მეგობართან Arthur Davidson-თან ერთად შექმნა ახალი ძრავი პირველ მოტოციკლთან ერთად და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდებოდა ხის პატარა ფარდულში. აქედან წარმოიშვა ძრავის სახელწოდებაც მათი გვარების საპატივცემოდ - "Harley-Davidson".

image





4. Microsoft. 1975 წელს ავტოფარეხში დაარსდა სამომავლო ტექნოლოგია-Microsoft-ი Bill Gates-სა და Paul Allen-ის მიერ. მათ პირველი ოპერაციული სისტემა IBM, რომელიც $ 80, 000 დაუჯდათ, არალიცენზირებულად შეიმუშავეს. მოგვიანებით კი გამოიგონეს Windows -ი, რომელიც დღესაც დომინირებს კომპიუტერის ბაზარზე.

image





5. Disney. 1923 წელს ძმები Walt და Roy Disney გადავიდნენ ბიძასთან- Robert-თან საცხოვრებლად და სწორედ იქ ავტოფარეხში შექმნეს სტუდია Disney, რომელიც დღეს მსოფლიოში პროტოტიპია ყველაზე დიდ კინოსტუდიაში.

image





6. Google. 1998 წლის ზაფხულში, საგანმანათლებო პროექტის განხორციელების მიზნით სტენფორდის ორმა სტუდენტმა- Larry Page-მა და Sergey Brin-მა დაიწყეს Google-ზე მუშაობა Susan Wojcicki-ს ავტოფარეხში და სწორედ ასე შეიქმნა ძებნის გიგანტური იმეილი.

image





7. Lotus Cars. 1984 წელს Anthony Colin Bruce Chapman-მა დაიწყო მშობლების ავტოფარეხში პირველი სპორტული ავტომობილის შექმნა. ბრიტანული წარმოების ავტომობილებში კი Lotus-ი ითვლება როგორც ერთ-ერთი პირველი სპორტულ ავტომობილებში გონკებისთვის- დღეს.

image





8. Nike. 1964-1978 წლებში სპრტსმენი runner-ისა და მისი მწვრთნელის ერთობლივი იდეა იყო შეექმნათ საკუთარი ბრენდი, სადაც თითოეულმა მათგანმა 500$ გაიღო, შეიძინეს აზიური წარმოების 300 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და საკუთარი "იარლიყის"- Nike-ს მიწებებით ახდენდნენ ბრენდული სპორტული ფეხსაცმლის რეალიზაციას. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ეტაპზე მათ ავტოფარეხიც კი არ ჰქონდათ და აღარც სახსრები თუნდაც მის დასაქირავებლად, ამიტომ რეალიზაციას ახდენდნენ ავტომობილის საბარგულიდან (ბაგაჟნიკი).

image





P.S. "ცდა, ბედის მონახევრეაო"- სწორი ნათქვამია.

4
155
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
155
  
2014, 29 ივნისი, 22:18
ფორდი სად არის?
2014, 29 ივნისი, 21:13
მომეწონა, საინტერესოა
2014, 29 ივნისი, 20:39
გმადლობ :*
2014, 29 ივნისი, 20:32
ძალიან საინტერესოა:)
0 1 4