x
,,ეგრისი" - წარმატებული ამხანაგობა

სამუშაო პროცესი

ქალაქ ქუთაისში ლეჟავას ქუჩა N3-ში შექმნილი ამხანაგობა “ეგრისი" საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის" პროექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა და განვითარება" ფარგლებში 2012-2013 წლებში შექმნილი ამხანაგობებიდან ერთ-ერთია, რომელთა მობინადრეებს გაცნობიერებული აქვთ ამხანაგობის სიკეთეები. მათი ამხანაგობის ფონდში შენატანები ხორციელდება, როგორც საწევროები-დან ასევე მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფის წევრებიდან შემოტანილი თანხით.მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფის წევრებმა ამხანაგობის ფონდში დაგროვილი თანხიდან 28 ლარი დახარჯეს ჭიშკრის შესაკეთებლად და შესაღებად. ჯგუფის წევრებმა ასევე შეაკეთეს წყალ-საკანალიზაციო სისტემები ინდივიდუალურ საკუთრებაში, შეაკეთეს წყლის საწრეტები. 20 ლარად იყიდეს ფრენბურთის ბოძები და დაკიდეს ბადე. ასევე ეზოში განათავსეს ეზოს მაგიდა და სკამები. “- ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ჭიანურდება, რაც გვზღუდავს მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ამხანაგობე-ბისთვის გათვალისწინებული პროგრამებით ვისარგებლოთ და უფრო მეტი შედეგი გვქონდეს, ჩვენთვის ასევე საკმარისი არ არის მხოლოდ გრე ფასადის რეაბილიტაცია, რადგან შიგნით ოთახებში მძიმე პირობებია"- წუხილი გამოთქვა ამხანაგობის თავმჯდომარემ მარიამ ნაჭყებიამ.

ცენტრი “აფხაზეთის" მიერ სულ ჩამოყალიბდა 49 ამხანაგობა. პროექტი “ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ.


0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ი. ფასანძე
ი. ფასანძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0