x
image
hamunaptra1990
ცნობილი ფეხბურთელების სექსუალური გოგოები.
image

კარგია ნომერ პირველი სპორტის სახეობის ყურება. მითუმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიოში ფეხბურთის ციებცხელებაა. თუმცა, არანაკლებ სასიამოვნოა ცნობილი ფეხბურთელების მეგობარი გოგონების თვალიერება. იმედია მცირე დროით, გახალისდებით და მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული მღელვარება ოდნავ მაინც გაგიქარწყლდებათ.

წარმოგიდგენთ, 2014 წლის რეიტინგს, რომელშიც ფეხბურთის ვარსკვლავების ყველაზე "ცხელ" და სექსუალურ გოგონებს გაგაცნობთ:


პირველი ადგილი, ინგლისელი ფეხბურთელის სკოტ სინკლერის რჩეულს, ჰელენ ფლენაგანს ხვდა წილად. წყვილი ერთად თავს კარგად გრძნობს და დაშორებას არ აპირებს. ჰელენი, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებსა თუ ფოტოსესიებში. ხშირად ჩნდება ფართო საზოგადოების წინაშე.
image

image



შემდეგი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის, ტომ კლევერლის მეგობარი გოგონაა. ტომს გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ. ამაზე ჯორჯიანა დორსეტის ფოტოებიც მეტყველებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯიანა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალიაimageimage


არანაკლებ გაუმართლა გერმანელ ფეხბურთელს, სემირ ჰედირას. მას ცნობილ მოდელ და ტელევარსკვლავ ლენა გერცკასთან აქვს რომანი. ლენა ხშირად ჩნდება სხვადასხვა პრიალა ჟურნალების ყდაზე. მას უდაოდ მშვენიერი გარეგნობა აქვს. image
image


სილამაზით, სხვებს არც იტალიელი ფეხბურთელის ალესანდრო მატრის რჩეული, ფედერიკა ნარგი ჩამორჩება. მისი იტალიური ეშხი, დარწმუნებული ვარ, მხედველობის არედან არ გამოგრჩებათ.

imageimage


რჩეულთა რიგში მომდევნო პოზიციას მარიო სარატეს, "ცხელი" გოგონა ნატალია ვებერი იკავებს. ის არ ერიდება თამამ და ეროტიულ ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღებას, რითაც მრავალი მამაკაცის ყურადღებას იქცევს. მარიოს და ნატალიას ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ.

imageimage


და ბოლოს, კიდევ ერთი სექს-სიმბოლო კრისტიან ვილჯემსონის გოგოა. წარმოგიდგენთ, რუსეთში დაბადებულ ოქსანა ანდერსონის ფოტოებს. დამეთანხმებით, რომ ეს თამამი გოგონა დიდი საჩუქარია კრისტიანისთვის.

image
image

















0
281
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0