x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
რომელი პროდუქტებია სასარგებლო ძილის წინ და რომელი - მავნებელი
ძილის დარღვევა-ეს მკაცრი გამოცდაა არამარტო თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის, არამედ თქვენი ფსიქიკისათვის. ძილის ხარისხზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს - დაწყებული გენეტიკური დაავადებებით და დამთავრებული სტრესებით, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას მივირთმევთ ძილის წინ.

თუ თქვენ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სასურველი იქნებოდა გადაგეხედათ თქვენი კვების რეჟიმისათვის, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, თუ რას მიირთმევთ უშუალოდ დაწოლის წინ. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გვეხმარებიან დაძინებაში ან პირიქით, ბოროტად მოქმედებენ ჯანსაღ ძილზე.


image


თავდაპირველად განვიხილოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღ ძილს. თუ თქვენ პერიოდულად უძილობა გაწუხებთ, ჩართეთ კვების რაციონში ეს პროდუქტები და შედეგს მალევე იგრძნობთ.



ბანანი


image


ეს ხილი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, ანუ ნივთიერებებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი რელაქსანტები. გარდა ამისა, ბანანი შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის განმომუშავებას ორგანიზმში. სეროტონინი კი ორგანიზმს ეხმარება მოდუნებასა და დამშვიდებაში.



ცილით მდიდარი პროდუქტები


image


კვერცხი, უცხიმო ხაჭო, უცხიმო ქათმის ხორცი-ეს პროდუქტები ცილითაა მდიდარი. ისინი იწვევენ ძილიანობას და ეხმარებიან ორგანიზმს მჟავიანობის კლებაში. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ხშირად უძილობის მიზეზი გულძმარვაა, რომელიც ბევრ ადამიანს ღამღამობით დისკომფორტს უქმნის.



ჩაი


image


მწვანე ჩაი შეიცავს ფერმენტ ტიანინს. ეს ნივთიერება კი ორგანიზმში ბუნებრივ ტრანკვილიზატორად გარდაიქმნება, რომელიც გვამშვიდებს და ხსნის სტრესს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს-ნივთიერებას, რომელსაც საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამიტომ ძილის წინ უმჯობესია ბალახების ჩაის მიღება.



შვრიის ფაფა


image


შვრია მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და კალიუმით, ანუ ნივთიერებებით, რომლებიც ჯანსაღ ძილს უწყობენ ხელს. მაგრამ უმჯობესია ეს ფაფა ძილის წინ მივიღოთ შაქრის გარეშე, რადგან ტკბილ მდგომარეობაში მისი მიღება უკუეფექტს გამოიწვევს.





ნუში


image


ეს გემრიელი თხილეული მდიდარია ცილებით და მაგნიუმით, რომელიც ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება. ერთი მუჭა ნუში ან ბუტერბროდი ნუშის კარაქით-საუკეთესო საშუალება იქნებოდა უძილობის სამკურნალოდ.


რძე


image


ერთი ჭიქა თბილი რძე ძილის წინ - ეს ბავშვობიდან ნაცადი საშუალებაა. თბილი რძე გვეხმარება დაძინებაში, გარდა ამისა, ის წარმოადგენს კალციუმის ბუნებრივ წყაროს, რომელიც მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. თუ ღამით გაგეღვიძათ და დაძინებას ვეღარ ახერხებთ, დალიეთ ჭიქა რძე ერთი კოვზი თაფლით-შედეგი აუცილებლად იქნება.



ალუბალი


image


ალუბალი-მელატონინის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გზაა. შეჭამეთ ძილის წინ ერთი მუჭა ალუბალი ან დალიეთ ერთი ჭიქა ალუბლის წვენი.



ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ სამი პროდუქტი, რომელთა მიღებაზე ძილის წინ უმჯობესია უარი ვთქვათ:


ალკოჰოლი


image


საყოველთაოდ გავრცელებულია აზრის საწინააღმდეგოდ-თითქოსდა ალკოჰოლი ხელს უწყობდეს ძილიანობას, პირიქით-მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ეგრეთ წოდებული სწრაფი ძილის ციკლზე - რომლის დროსაც ჩვენ სიზმრებს ვხედავთ. სწორედ ძილის ამ ფაზის დროს ხდება ორგანიზმის მიერ ძალების აღდგენა. გარდა ამისა, ალკოჰოლის ხშირი გამოყენება იწვევს აგზნებულობას და ადამიანი უძილობამდე მიყავს.



ყავა


image


ძილის წინ რომ ყავის მიღება არ შეიძლება, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც კოფეინს შეიცავენ: შოკოლადი, ენერგეტიკული სასმელები, კვებითი დანამატები, ზოგიერთი მედიკამენტი. ამასთანავე ყველა ადამიანს განსხვავებული რეაქცია აქვს კოფეინზე: ზოგიერთს შეუძლია ძილის წინ უამრავი ყავა მიირთვას და მაინც მშვენივრად დაეძინოს, ზოგს კი 50 გრამის დალევის შემთხვევაშიც უძილობით დატანჯვა ელის.



ცხიმიანი საკვები


image


პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცხიმიანი, კალორიული საკვების მოყვარულები უფრო მეტად იტანჯებიან უძილობით, ვიდრე ისინი, ვინც მსუბუქ ვახშამს ამჯობინებენ. დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღება არამარტო უძილობას იწვევს, არამედ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა. თუ მაინცდამაინც უარს ვერ ამბობთ ცხიმიან საჭმელზე, მიირთვით ის მინიმუმ 3 საათით ადრე დაძინებამდე.

4
1293
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1293
  
2014, 24 ივნისი, 21:33
ჯერ შეიძლება დალევა, 10 ის მერე არა
2014, 24 ივნისი, 21:30
ეხლაც ყავას ვსვავ თან გწერ:P
2014, 24 ივნისი, 21:26
ბარემ გაამზადე ოთხი ფიცარი და ეგაა:D
2014, 24 ივნისი, 20:09
ყავასაც ვსვავ ძილის წინ ალკოჰოლსაც დავლევ და ცხიმიანსაც შევჭამ:D
0 1 4