x
image
გიორგი88
ადანაშაულებს თუ არა ბობი ბრაუნი ვიტნის სიკვდილში საკუთარ თავს
imageვიტნი ჰიუსონის გარდაცვალების შემდეგ, მისი ყოფილი მეუღლის, ბობი ბრაუნის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი განეწყო.არა მარტო ოჯახის წევრები და ვიტნის მეგობრები, მისი თაყვანისმცემლების მთელი არმია.მიზეზი კი ის არის რომ, მათი აზრით, ვიტნი წამალდამოკიდებული, სწორედ მისმა მეუღლემ გახადა.აქედან გამომდინარე, მომღერლის სიკვდილშიც ბრაუნს ადანაშაულებენ.

image

ამ ბრალდებაზე, კი ბობი ბრაუნმა განაცხადა: "ნუ მადანაშაულებთ მის სიკვდილში!როდესაც მე ვიტნი გავიცანი, მხოლოდ ვსვამდი და არ ვიღებდი ნარკოტიკს, ყველაფერი მისი გაცნობის შემდეგ დაიწყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვადანაშაულებ ამაში.უსამართლოდ მექცევა ხალხი, რომელიც ამ საშინელებას მაბრალებს.მე ყველაფერს ვაკათებდი მისი ბედნიერებისთვის, ვცდილობდი დავხმარებოდი, თავი დაეღწია წამლისთვის, შეენარჩუნებინა სიფხიზლე.ამას ვახერხებდი ძალიან იშვიათად, თუმცა ეს ხდებოდა დიდი ბრძოლის შედეგად."


ბობი ბრაუნი აღიარებს, რომ ვიტნის კარიერის დაღმასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ამის მიზეზი არასოდეს ყოფილა წამალი.


ამბობენ იმასაც, რომ ის თავის მეუღლეს სცემდა.ამაზე ბობი ამბობს_"თუ ვინმე მართლა გვიცნობს, ან თუ ვინმეს ერთი დღე მაინც გაუტარებია ჩვენთან ერთად, მან იცის, რომ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ნარკოტიკს არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ვგრძნობდით ერთმანეთს."

imageimage

0
101
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
101