x
image
worldsport.ge
"ატლეტიკო" კოსტა რიკელთა მეკარეს უმიზნებს

imageესპანური მედიის ინფორმაციით, კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და "ლევანტეს" მეკარე კეილორ ნავასი მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერესის სფეროში მოხვდა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 27 წლის კარის დარაჯის კარგმა თამაშმა, ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.
ურუგვაის და იტალიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, კეილორ ნავასი ჩინებულად გაისარჯა და მადრიდელები მზად არიან მეკარეში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ატლეტიკო" კოსტა რიკელს ტიბო კურტუას შემცვლელად მოიაზრებს, ბელგიელის "ჩელსიში" დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია.
კონკაკაფის წარმომადგენელი უკვე მერვედფინალშია და წინ მატჩები კიდევ დარჩა ჩასატარებელი. სავარაუდოდ, თუ ნავასმა მუნდიალზე კარგი ასპარეზობა გააგრძელა, მასზე მოთხოვნა და სატრანსფერო ფასიც აუცილებლად აიწევს.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0