x
image
worldsport.ge
საფრანგეთს სახო გამოაკლდა

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველი, მამადუ სახო, "მამლებს" ეკვადორის წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება. 24 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (5:2), 66-ე წუთზე ბარძაყის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.
თავიდან ვარაუდობდნენ, რომ სახო მოედანს მალე დაუბრუნდებოდა. ფრანგული მედიის ცნობით, მცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და სერიოზული პრობლემა არ აქვს, თუმცა ტრავმის ბოლომდე მოშუშებისთვის სახოს მომდევნო მატჩში დასვენება მოუწევს.
24 წლის "ლივერპულის" მცველი საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია. პირველ მატჩში ჰონდურასის წინააღმდეგ, სახომ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მეორე შეხვედრაში, როგორც აღვნიშნეთ, ტრავმის გამო შეცვალეს.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0