x
image
worldsport.ge
ყაზახური "აქტობე" - თბილისის "დინამოს" მეტოქე

imageგაიმართა ჩემპიონთა I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა და გაირკვა საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" მეტოქე – ესაა ყაზახური "აქტობე".
"აქტობე" აქამდე ორჯერ შეხვედრია ქართულ კლუბებს და ორივეჯერ იმარჯვა: 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში რუსთავის 'ოლიმპი" გამოთიშა (2:0, 1:1), ხოლო 2012 წელს ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედო" (1:1, 1:0). იმედია, ყაზახთა მესამე ცდა წარუმატებელი იქნება.
ყაზახეთის ჩემპიონატი ამჟამად მიმდინარეობს და 17 ტურის შემდეგ, "აქტობე" ლიდერია 5-ქულიანი ჰანდიკაპით. კლუბი ბოლო 9 წლის განმავლობაში 5-ჯერ გახდა ჩემპიონი, ერთხელ თასი აიღო და 3-ჯერ სუპერთასი.
გუნდის ლიდერებად სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი მარკოს პიზელი და ასევე შუახაზელი, რუსი მარატ ხაირულინი ითვლებიან.
მატჩები 15/16 ივლისსა და 22/23 ივლისს გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისშია. …




ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0