x
image
maia
ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომი გამოუშვა
ხმის ჩამწერმა სტუდიამ Capitol Records გაავრცელა ინფორმაცია ჯენიფერ ლოპესის რიგით მეათე საიუბილეო ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით.

მომღერლის ახალი ნამუშევრის სახელწოდებაა A.K.A.-also known as"-ასევე ცნობილია, როგორც"..

ალბომში შესულია ჯენიფერ ლოპესის ერთობლივი ნამუშევარი პიტბულთან, French Montana-სთან, DJ Diplo-სთან, იგი აზალეასთან და სხვებთან.

image



2013 წელი ჯენიფერისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, შოუ-ბიზნესის გავლენიანი ქალბატონების სიაში მან 11-ე ადგილზე გადმოინაცვლა. თუმცა წელს ჯენიფერი კვლავ ფორმაში, მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი, გამოუშვა საკუთარი არომატი და ჰონორარით რიანას გადაუსწრო.

image


ახალი ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით ჯენიფერი აქტიურად სტუმრობს სხვადასხვა ღონისძიებებს. ამ დღეებში იგი სტუმრობდა ჯიმი ფელონის ღამის შოუს, სადაც მან შეასრულა სიმღერა ალბომიდან
First Love. სტუმრობისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჯენიფერ ლოპესი ასაკის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, მომღერალი საუცხოო ფორმაში იყო და შინაგანად ასხივებდა.
image
image

შთამბეჭდავი იყო ჯენიფერის გამოსვლა Billboard Music Awards-ის ცერემონიაზეც. მან შეასრულა ახალი სიმღერა და პიტბულთან დუეტშიც იმღერა.
image
image


0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0