x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
სასიკვდილო ნომერი- მოდელმა ვეფხვისებურ ზვიგენებთან სრულიად შეუიარაღებელმა იცეკვა
ადამიანის ფანტაზიასა და ამბიციებს საზღვრები რომ არ აქვს- ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით, თუმცა მათი სურვილები დღითიდღე უფრო გვაოცებს. ყველაზე საკვირველი კი არის ის, რომ ამბიციის გამო საკუთარ სიცოცხლეს სრული საფრთხის წინაშე აყენებენ და ამბობენ, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, უფრო დიდი ხელოვნება კი რისკთან პირდაპირ კავშირშია. ამ ყოველივეს შემდეგ კი მინდა გამცნოთ 38 წლის მოდელის- "ქალთევზა მოდელად" ცნობილი Hannah Fraser-ის სასიკვდილო ნომერი, რომლის თანახმად იგი საცურაო აღჭურვილობის გარეშე შევიდა წყლის გარკვეულ სიღრმეში და შეასრულა ცეკვა ვეფხვისებურ ზვიგენებთან. ნომერი უჩვეულო სანახაობას წარმოადგენდა, გოგონას კი გრიმით შენიღბულს მუდმივი გადაადგილება უწევდა, რათა არ გამხდარიყო ბოროტი თევზების სადილი. ჰანას აქამდეც მიუღია მონაწილეობა ზღვის მობინადრეებთან ერთად ფოტოსესიაში, თუმცა ეხლანდელმა კი ყველა ყოფილი დაჩრდილა. ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა.


გთავაზობთ ფოტოებს სასიკვდილო ნომრიდან:


imageimageimageimageimageimageimageimageimage





Hannah Fraser-ი მაკიაჟისა და გრიმის გარეშე:

image






ესეც Hannah Fraser-ის ფოტოები ძველი ფოტოსესიებიდან:

imageimageimageimageimage



1
208
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
208
  
2014, 18 ივნისი, 0:04
მიდევს ეს ვიდეო
0 1 1