x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
ახალი რა მაქვს სათქმელი

როცა ვმღერივარ ძველებურს,

ლექსის მინდება თქმა,

ახალი რა მაქვს სათქმელი?

ახალი რა უნდა ვთქვა.

ტანოტატანოს წარმოვთქვამ,

მერე ძველებურს სხვას,

ახალი რა მაქვს სათქმელი?

ახალი რა უნდა ვთქვა.

ძველიც მსმენია სიგლახე,

ახალი არაფერს ჰგავს,

ახალმა აზრი ჩამიხშო,

ვერ ვამბობ კარგსა და ავს.

რა ვქნა რა გითხრათ სხვაგვარად

სათქმელი სხვა რა მაქვს?

მადლობა შენი უფალო!

ძველი რომ მაინც მაქვს.

ახლა არ მითხრა პატარა,

რომ ძველს მივსტირი კვლავ,

რა ვქნა უკვეთესს აწმყოში,

ვერაფერს ვხედავ კარგს.

და მომავალი თუ მაინც,

არ მომიხურავს კარს,

იმ მომავალში იმგვარად,

მუზა მომართავს ჩანგს.

1996წელი.

0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
12