x
image
ვიზა კოხაძე
ვის წარადგენს ამერიკა " მის სამყაროზე " ( + ბევრი ფოტო )

imageმსოფლიო ემზადება მის სამყაროს ჩასატარებლად და შესაბამისად ქვეყნები თავად ირჩევენ და ავლენენ საუკეთესოებს თავიათ სახელმწიფოებში. ტურნირი უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა და ამჯერად " მის ამერიკა - 2014" - ს წარმოგიდგენთ.ცერემონია ლუიზიანას შტატში, ქალაქ ბატონ - რუჟში გაიმართა.გამარჯვებული სამი საათის განმავლობაში იბრძოდა მის - ამერიკის ტიტულის მოსაპოვებლად.ჟიურის გადაწყვეტილებით, სადაც ამერიკის ყველა შტატის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, 24 წლის ნია სანჩესი გახდა გამარჯვებული, რომელსაც ჟიურიმ ურთულესი მისია დააკისრა და პირობა ჩამოართვა, რომ ის ღირსეულად დაუბრუნებს " მის სამყაროს" ტიტულს ამერიკას, როგორც ეს შეძლო 2012 წელს მისმა თანამემამულემ ოლივია კალპომ.

მოგეხსენებათ, გასული 2013 წლის "მის სამყარო" ვენესუელელი გაბრიელა ისლერი გახდა.imageimageimageimageimageimage
კონკურსანტები საღამოზე წარდგნენ ჟიურის წინაშე საცურაო კოსტუმებითა და საღამოს კაბებით.ერთ - ერთი ნომინაცია გახლდათ ასევე შეკითხვებზე პასუხის გაცემა და როდესაც ნია სანჩესს, რომელიც " მის ნევადას" წარმოადგენდა და რომელიც იყო მფლობელი " черного пояса по тхэквондо", შეკითხვა დაუსვეს, გოგონამ ამომწურავი პასუხი გასცა ჟიურის წევრებს და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ქალის მთავარი როლი არის საკუთარი თავის წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელიც განიჭებს უპირატესობას მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე.imageimageimage








0
67
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0