x
K.P.
ბედნიერი ცხოვრების 10 წესი მსოფლიოში ყველაზე შეუხედავი ქალისგან

imageლიზი ველასკესი უჩვეულო სინდრომით დაიბადა, მისი ორგანიზმი ცხიმებს არ ითვისებს. იმისათვის, რომ არ მოკვდეს ყოველ 15 წუთში იკვებება. ლიზის სიმაღლე 152 სანტიმეტრია, წონა კი 25 კილოგრამი. ეს ყველაფერი როდია, ლიზი ცალი თვალით უსინათლოა, მისი ორგანიზმი კი იმდენად გამოფიტული, რომ ყოველი უბრალო დაავადებაც კი მისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

როდესაც გოგონა დაიბადა ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ის სიარულს და ლაპარაკს ვერასდროს შეძლებდა. წინასწარი პროგნოზით, გოგონა ნაყოფიერ ცხოვრებას ვერასდროს შეძლებდა და მცდელობასაც აზრი არ ჰქონიდა. მშობლები არ დანებდნენ, ლიზი არ მიატოვეს და ისეთი ცხოვრება შეუქმნეს, როგორც სხვა ყველა ბავშვს. პატარამ საბავშვო ბაღშივე გააცნობიერა, რომ სხვებისგან განსხვავდებოდა და ეს ტრაგედია სულაც არ იყო. მას არასდროს "დავიწყებია სიცილი", იყო აქტიური, მეგობრული და ყველა ღონისძიებაში ჩართული.

image

ლიზი მსოფლიომ ვიდეოს წყალობით გაიცნო, რომელიც მხოლოდ 8 წამინი გახლდათ, გოგონასათვის შოკისმომგვრელი სათაურით: "ყველაზე მახინჯი ქალი მსოფლიოში". ვიდეო რამდენიმე დღეშო ოთხმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ბევრი სიბრალული, დაცინვა, "როგორ შეუძლია ასე შეუხედავმა იცხოვროს", "თავი მოიკალი"-ასეთი იყო საზოგადოების რეაქცია.

სწორედ 18 წლის ასაკში, როდესაც ლიზიმ საკუთარი თავი ამ ვიდეოში ნახა მას სერიოზული კრიზისი დაეწყო. "მე მქონდა არჩევანი, ვყოფილიყავი ბედნიერი, ან ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავნებებულიყავი. მე პირველი ავირჩოე"-გვიამბობს ლიზი.

ლიზი 24 წლისაა, კოლეჯი დაამთავრა, დიპლომიც აიღო, უკვვე მესამე წიგნზე მუშაობს და ატარებს სემინარებს.

image

ლიზიმ საუთარი გამოცდილებით ბედნიერი ცხოვრების 10 წესი გამოიმუშავა.

1.ცხოვრება უიღბლოლბებით სავსეა, მაგრამ ხელი არასდროს ჩაიქნიო.

2.ადამიანის ღირსება არ განისაზღვრება იმით, თუ რას ამბობენ სხვები მასზე.

3.არავის მისცეთ უფლება, რომ იარლიყი მოგაკეროთ.

4.აზრი არ აქვს, აგრესიას კვლავ აგრესიით უპასუხოთ.

5.თქვენი მიღწევები საუკეთესო პასუხია მათთვის, ვინც გული გატკინათ.

6.სირთულე და გამოცდილება ადამიანის ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

7.მოსიყვარულე ოჯახი ბევრ რამეს ნიშნავს.

8.ნაკლი საკუთარ მთავარ იარაღად აქციე.

9.თვალებში ჩახედე საკუთარ პრობლემებს.

10.აირჩიე ბედნიერება.

imageimageimage

1
729
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
729
83
   ქართული კლავიატურა
2014, 6 ივნისი, 1:38
საწყალი სულაც არააა ძლიერი ადამიანია სულიერად
0 1 1