x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
დიანა ღურწკაიას

ბნელით მოსილი სამოთხე,

შენთვის ღვთის მადლით ნათდება,

ნათელთან მუდმივ ჭიდილში,

შენი ბნელეთი მარცხდება.

უსინათლოს და უჩინოს,

სულში გაქვს დიდი ნათება,

ღვთიური ნიჭი უფლისგან,

შენში ღვთის მადლად ნათდება.

შენ სიყვარულის მშვენება,

ქალურ სინაზით გამაღლებს,

დედაც გქვია და მეუღლეც,

შენი ოჯახი გახარებს.

თვალის ჩინს, გული გინათებს,

სულის სიწმინდე გიფარავს,

შენს წარმოსახვით სამოთხეს,

ზეცით უფალი იფარავს!

2008წელის 25 ივლის დიანა ღურწკაიამ იმღერა იურმალაზე.

0
18
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
18