x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508699
ტკივილმა მასწავლა

გულის წვრთნა დარდით არ შეძლებულა,

მე გვიან მივხვდი, ტკივილმა მასწავლა,

რომ თურმე დარდი გულს ჯაბნის, ერევა,

თურმე ეს ტლივილი მთლიანად გერევა.

მერე შიში გიპყრობს რომ არსად გიწიოს,

რომ შუა გზაზე არსად მოგეწიოს,

შვილს არ დაგაშოროს, ჯერ ხომ მას ჭირდები,

ასეთი ფიქრებით მთელი დღე ჭირვდები.

თურმე გვიანია თითზე კბენანი,

თავს თუ არ მოთოკე მტანჯავი ვნებანი,

სიყრმიდან თუ გულში აგროვე დარდები,

სურნელს ვერ მოგგვრიან მაისის ვარდები.

ზაფხულის სიმწიფე შხამად შეგერგება,

შემოდგომა ხომ თითქმის არ გექნება,

და თუ ზამთრამდე მაინც მიაღწიე,

ალბათ დიდ ტკივილს გულიც მიაწიე.

0
52
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
52