x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
eBay-ზე გამოტანილი ყველაზე უცნაური ლოტები
"თუ რამეს შეძენა გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ eBay-ზე" - დაახლოებით ასე ჟღერს ამ ცნობილი ონლაინ აუქციონის სლოგანი. და მართლაც, eBay-ზე თითქმის ყველაფერს ნახავთ, ყველაზე უჩვეულო "პროდუქტსაც" კი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან უცნაურ "პროდუქტს", რომელთა შეძენა საერთოდ თუ შეიძლებოდა, ბევრს ალბათ ისიც ვერ წარმოედგინა.


1. გერმანიის მოქალაქემ eBay-ზე ლოტად თავისი პატარა ვაჟიშვილი დადო. "პროდუქტის" შეძენა შესაძლებელი იყო სიმბოლურ ფასად – 1 ევროდ. გაყიდვის მიზეზი ბანალური იყო: ბავშვი ზედმეტად ხმაურობდა! აღნიშნულით დაინტერესდა პოლიცია, ბავშვი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს, მშობლების წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე "ბავშვებით ვაჭრობის" მუხლით. დედ-მამა ბოლომდე ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მკაცრ გერმანელ სამართალდამცველებს ასეთი "იუმორი" ნაკლებად ესმით.

image


2. 2007 წელს eBay-ზე გასაყიდად გამოტანილი იყო მთელი ქალაქი, შენობა-ნაგებობებით და მიწის ნაკვეთით. თუმცა მოთხოვნილი თანხა 2, 5 მილიონი დოლარი არავინ გადაიხადა და ლოტი ნაწილ-ნაწილ გაიყიდა.


image


3. ერთმა მოხერხებულმა ამერიკელმა eBay-ზე 50 000 დოლარად გაყიდა ძველი, დამტვერილი მინის ქილა. მისი მტკიცემით, ამ ქაილაში იჯდა მოჩვენება. ამ უჩვეულო ლოტის მყიდველმა ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა, მოხერხებულმა გამყიდველმა კი ორი კურდღელი დაიჭირა: ფულიც მიიღო და მოჩვენებისგანაც გათავისუფლდა.

image


4. ნებრასკის მცხოვრებმა eBay-ზე "გასაქირავებლად" გამოიტანა საკუთარი ... შუბლი! დიახ, არ მოგესმათ, მან 30 დღით საკუთარი შუბლის გაქრავება გადაწყვიტა სარეკლამო მიზნით. შესაბამისად, მსურველებს სულ რაღაც 322 დოლარიდან შეეძლოთ მის შუბლზე განეთავსებინათ სასურველი სარეკლამო სლოგანი, ლოგოტიპი თუ საიტის მისამართი.

image


5. ფლორიდის მაცხოვრებელმა კი ფულის შოვნა საკუთარი ღვიძლის გაყიდვით გადაწყვიტა. თუმცა, რადგანაც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია, ლოტი ვადაზე ადრე მოიხსნა აუქციონიდან. იმ მომენტში ფსონი უკვე 5, 7 დოლარს აღემატებოდა.

image


6. ყველიანი ტოსტი 28 000 დოლარად! საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ტოსტისთვის პურის გახუხვისას მასზე წმინდა მარიამის სახე გამოიკვეთა. თუმცა ამის დასანახად ცოტა ფანტაზიის უნარის ჩართვაც იყო საჭირო.

image


7. ავსტრალიელმა მამაკაცმა, სახელად ბრიტმა, მეუღლესთან განშორების შემდეგ აუქციონზე გაყიდა მთელი თავისი წარსული ცხოვრება: სახლი, მანქანა, სამუშაო და მეგობრებთან კონტაქტებიც კი.

image


0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0