x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
ღმერთო ძლიერო

ღმერთო ძლიერო!შენს კალთას ვეტრფი,

ცხოვრება ლექსად რომ მაწერინე,

და ეს გავლილი წლები ცხოვრების,

უკვდავ ლექსებად რომ მათქმევინე.

უკვდავ ლექსებში მე გამოვხატე,

ჩემში სიცოცხლის მთელი დინება,

ჩემი სიცოცხლე სიყვარულისთვის,

წლების მანძილზე მიედინება.

დაე იხაროს ჩემში ფიქრებმა,

და ოცნებები დამედგას კოშკად,

თუ ცხოვრებაში ოცნება არ გაქვს,

კაცმა იცხოვრო რაისთვის ობლად.

დაე იხაროს მინდვრად ყაყაჩომ,

და იფრთხიალოს მშვიდობის მტრედმა,

ვარდმაც იხაროს ბულბულისათვის,

ჩვენც სიყვარული გვაჩუქოს ღმერთმა.

დიდ სიყვარულში გალაღებულებს,

საქართველოსთვის გვეწვოდეს მკერდი,

ჭერს უხარებდეთ, ერს უმრავლებდეთ,

და მფარველობას გვიძღვნიდეს ღმერთი.

1989წელი.

0
17
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
17