x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134582
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
სასარგებლო ქალური ეშმაკობები

image● როგორ დავმალოთ ფართო თეძოები
- ნუ დაღონდებით თუ თქვენი თეძოები იდეალურისგან შორსაა. სტატიაში წარმოდგენილი რჩევები დაგეხმარებათ შეარჩიოთ სამოსი, რომელიც ამ ნაკლოვანებას დაფარავს. მეორეც, ეს სულაც არ არის ნაკლი, არამედ ქალურობის ნიშანია, რაც მამაკაცის მზერას იქცევს.
მაგრამ რაც არ უნდა თქვან მამაკაცებმა ჩვენს ფიგურაზე, პირველრიგში აუცილებელია, თვითონ ვგრძნობდეთ თავს კომპორტულად.
ფართო თეძოების დროს სილუეტის ქვედა ნაწილი უფრო მძიმედ გამოიყურება ზედასთან შედარებით, ამიტომ ქვედას და ზედას ჰარმონიულობა გვესაჭიროება. დავიწყოთ ქვედა ნაწილიდამ- თეძოების მიდამოს ვიზუალურად ვავიწროებთ.ამისთვის ქვედა ნაწილისთვის მუქი ფერის ისეთ სამოს ვირჩევთ, რომელიც ფორმას იჭერს. ამავდროულად მთელი ყურადღება ზედა ნაწილზე გადაგვაქვს. შესაბამისად ვირჩევთ, ღია ფერის ფართო, მოცულობით ზედატანს. სწორედ ეს ზონა უნდა იყოს მაქსიმალურად გაჯერებული ყურადღების მიმზიდველი დეკორით: ვალონებით, სამკაულებით და ასშ.
● როგორ ვიპკუროთ სუნამო სწორად
image
უმჯობესია, სუნამო ან ტუალეტის წყალი შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე იპკუროთ, როდესაც კანი ჯერ კიდევ ოდნავ ტენიანია. სამოსზე ფრქვევა არასასურველია-სუნი ნაკლებად გამძლე იქნება. ყველაზე ეფექტური საშუალება პარფიუმის პულსის ადგილზე ფრქვევაა. ასეთი ადგილზებია ყურის უკან, მაჯაზე, ყელზე, იდაყვის მოსახარში. კიდევ ერთი ქალური ეშმაკობა- სუნამო სუფთა თმაზე იპკურეთ. ნაზი არომატის შლეიფი მთელი დღე თქვენთან იქნება

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0