x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
თურმე მართლა მყვარებიხარ

თურმე მართლა მყვარებიხარ,

მართლა მომნატრებიხარ,

სულ დაგეძებ, სადაც წავალ,

სუყველგან შენ მგონიხარ.

მაგრამ, არსად აღარ ჩანხარ,

ვერ გავიგე, სადა ხარ,

მაინც ჩემი ოცნება ხარ,

მაინც ჩემი ძალა ხარ.

ჩემი ლექსის ავტორი ხარ,

ჩემი სულის სინათლე,

ჩემი ფიქრის დიდი გორა,

ჩემი ყოფის სიმართლე.

რასაც ვამბობ, შენით ვამბობ,

შენ ერთი ხარ მოამბე,

ჩემი გულის სიხარულო,

ჩემი სულის მოარღნე.

მოგძებნი და მაინც გნახავ,

აღარასდროს დაგკარგავ,

შენ ხომ ჩემში შემოქმედის,

უდიდესი ძალა ხარ.

1990წელი

0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
31