x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
"Hello yellow"-ვარსკვლავი ქალბატონები ირჩევენ ყვითელ ფერს
როგორც ჩანს მიმდინარე წლის ცხელი სეზონისთვის ცნობილმა ქალბატონებმა უკვე აირჩიეს ზაფხულის შესაფერისი ყვითელი ფერი.

ყვითელი გამის ყველა ელფერი დაწყებული ლიმონისფერიდან დამთავრებული ზაფრანისფერამდე-ანათებდა მოდურ წვეულებებსა და მიღებებზე, შესანიშნავად ეხამებოდა წითელ ხალიჩას.


კანის კინოფესტივალზე კინოპრემიერაზე უმა თურმანი ბრწყინავდა Atelier Versace-ს კაბაში გრაფიკული დეკოლტეთი და მკერდზე გადაჯვარედინებული შიფონის სარტყლებით. სამოსს განსაკუთრებულ სიმდიდრეს და ფუფუნებას მატებდა Chopard-ის სამკაულები.

image



კანის კინოფესტივალზე Versace-ს მოდური სახლის კაბები მეტად პოპულარული იყო. მოდელმა ირინა შეიკმა ერთ-ერთ პრემიერაზე მოირგო Atelier Versace-ის კაპიუშონიანი სამოსი

image


amfAR-ის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოდელმა როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ დაარღვია წითელი "დრეს-კოდი" და აუქციონზე Emilio Pucci-ს ბერძნული სტილის მდოგვისფერ კაბაში გამოცხადდა.

image


კანის კინოფესტივალზე კიდევ ერთი ლამაზმანი იზაბელა ფონტანა გამოჩნდაTufi Duek-ის ყვითელ კაბაში, რომელსაც წითელი ფერის Christian Louboutin შეუხამა.

image


საკუთარ დაბადების დღეზე ნაომი კემპბელი Versace-ს ლიმონისფერ პერფორირებულ და მძივებით გაწყობილ კაბაში იწონებდა თავს.

image


სუპერმოდელს დაბადების დღეზე მხარი აუბა დიტა ფონ-ტიზმა, რომელიც Blumarine ატლასის ანსამბლში და Christian Louboutin-ის ვერცხლისფერ ფეხსაცმელებში ეწვია წვეულებას Billionaire
Club Sunset Lounge-ში.

image


ოცდაექვსი წლის მსახიობი ბლეიკ ლაივლი მოდური სახლის Gucci

კრეატიული დირექტორის ფრიდა ჯანინის მიერ გამართულ საღამოზე, რომელიც საქველმოქმედო პროექტის Chime for Change დაარსებას მიეძღვნა Gucci -ის უახლესი კოლექციის ყვითელ კაბაში გამოცხადდა.

image




0
265
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0