x
image
მანჩო 777
ყველაზე ლამაზი მდინარე დედამიწაზე
მდინარე, რომელსაც თქვენ ფოტოსურათზე ხედავთ, კოლუმბიაში მდებარეობს და მას კანიო-კრისტალესი, ანუ კრისტალური მდინარე ჰქვია.


image


კოლუმბიის ეს ფერადოვანი სასწაული ცისარტყელას თითქმის ყველა ფერს შეიცავს:აქ გვხვდება ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი წითელი ფერები. როცა ამ ფერთა პალიტრაზე ვსაუბრობთ, ვერავინ წარმოიდგენს,

რომ მდინარეზეა ლაპარაკი.



image


მდინარის საოცარ შეფერილობას განსაზღვრავს წყალმცენარეეები (Macarenia clavigera ), რომლებიც მის ფსკერზე ხარობენ.


image


მდინარეს მეორე სახელიც აქვს, მას ხუთფეროვან მდინარეს უწოდებენ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს სახელწოდება გადაჭარბებულია.


image


ეს მდინარე ისე გამოყურება, როგორც ბიბლიური ფანტაზია.


image


წლის უმეტესი დროის მანძილზე მდინარე სხვა ნორმალური მდინარეებისაგან არაფრით არ განსხვავდება.


image


მაგრამ წელიწადის გარკვეული დროის მცირე მონაკვეთში ის ფერთა ცისარტყელაში იძირება.


image


აი ასე გამოიყურებიან წყალმცენარეები, რომლებიც წყალს შეფერილობას აძლევენ.


image


ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო, რათა ვირტუალურად მაინც შეძლოთ ამ ულამაზესი მდინარის მონახულება.


0
364
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0