x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508659
ანეკდოტები სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე
image

























****ნარკომანი ჯოჯოხეთში მოხვდება, საითკენაც გაიხედავს ყველგან მარიხუანაა მოფანტული, იქვე პაპიროსები ყრია....თვალებგაბრწყინებული ბუტბუტებს:"ვააჰ, ჩემი რა მაგარია....ესაა ჯოჯოხეთი????..როგორ ასწორებს"....სასწრაფოდ შეაკეთებს ერთ "მასტერკას" და იქვე ჩაცუცქულ ტიპს მოუტრიალდება..."ძმურად მომიკიდე რა?"

-ე, ძმაო ასანთი რომ გვქონდეს აქ, ჯოჯოხეთი კი არ ერქმეოდა."****



****–გინდა გასწავლო როგორ იცხოვრო სამოთხეში?



-კი მინდა!!


-დედიშობილამ იარე და თან ვაშლი ჭამე-!*****




****ჯოჯოხეთში მოხვდება ადამიანი, რომელსაც არ უმართლებდა მთელი ცხოვრება და იქ უნდა აირჩიოს როგორ აწამებენ : შევა პირველ ოთახში ხალხს ხარშავენ, გამოვა და ასე მოივლის ოთახებს..ყველგან საშინელებაა..წამება, გამათრახება, კოცონზე დაწვა ბოლოს 72-ე ოთახში ხედავს ბიჭები ზიან და სიგარეტს ეწევიან ... ეს კაცი ეუბნება ეშმაკს, აქ მინდაო, ეშმაკიც დაეთანხმება და შეიყვანს . შევა ოთახში კაცი და ფიქრობს როგორც იქნა გამიმართლაო და სიგარეტის ბოლო ნაფაზს დაარტყავს . ამ დროს ერთი კაცი ადგება, საათს დახედავს და იტყვის : აბა მორჩა "პერერივი", წავედით მძღ...ი ვჭამოთ.****


****კაცი გარდაიცვალა და სამჯავროზე გაიყვანეს, უნდა გადაწყვიტოს მიქელ-გაბრიელმა სად გაანაწილოს, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში..ეკითხება:"აბა მითხარი სიკეთე რა გაგიკეთებია იქაურ ცხოვრებაშიო?....იფიქრა, იფიქრა კაცმა და წამოიძახა:"ერთხელ მათხოვარს 10 თეთრი ვაჩუქეო"..კიდეო?-ეკითხება მიქელგაბრიელი...."კიდევ..კიდევ...ჰო გამახსენდა მათხოვარს 20 თეთრიც ვაჩუქეო"..."სხვა?სხვა არაფერი გაგიკეთებია სიკეთეო?"



კაცი ჩაფიქრდა:არა სხვა ვერაფერს ვიხსენებო.



მიქელგაბრიელმა ასისტენტს გადაულაპარაკა:" თუ ძმა ხარ ერთი დაუბრუნე ამას 30 თეთრი და გაუშვი ჯოჯოხეთში"***


***ღმერთთან მიცვალებულები ზიან სამჯავროზე..გაშლილია დიდ მაგიდაზე სუფრა...ამ დროს გაიღება კარი, შემოვარდება ვიღაც ტიპი, გადაჰკრავს ერთ ჭიქა ღვინოს და გავარდება ისევ უკან....საუბარი გრძელდება..რამდენიმე წუთში ისევ შემოვარდება ის ტიპი, კიდევ უცებ გადაჰკრავს ჭიქა ღვინოს და უკან გავარდება ისევ..ასე გამეორდა რამდენჯერმა.

ბოლოს ერთ-ერთმა გაკვირვებით იკითხა:"ვინაა ეს წამდაუწუმ რომ შემოდის, ღვინოს გვისვამს და გადისო?"

-ეგ რეამინაციაში წევს..ხან მოდი, ხან მიდის–უპასუხა ღმერთმა.*****


****მიხო მოკვდება... გაიხედავს სამოთხეში ხალხი ლოცულობს, გაიხედავს ჯოჯოხეთში ხალხი გრიალებს: ქალები, მუსიკა, დასალევი... ადგება და იტყვის ჯოჯოხეთში მინდაო.. უცებ გამოეღვიძება დიდ კუპრის ქვაბში გდია და ეშმაკი კოვზით ურევს თან ეუბნება: -ჰა, მოგეწონა რეკლამა?****


****ლენინი მოკვდა, ეშმაკმა და ღმერთმა ბჭობა გამართეს, სად გავანაწილოთ? ბოლოს გადაწყვიტეს ჯოჯოხეთში გაეგზავნათ ეშმაკთან.


ერთი თვის შემდეგ ეშმაკი ღმერთს ესტუმრა ჩივილით:"გთხოვ რა მომაშორე ეს ლენინი, იქნებ სამოთხეში გადაიყვანო?იქ ხალხი ამიჯანყა..ჯოჯოხეთურ სამუშაოზე უარს ამბობენ..სამოთხისებური პირობები უნდათ..მოკლედ ცუდათაა საქმე..შენთან მაინც ყველაფერი კარგადაა და სოციალურ პირობებს აღარ წამოგიყენებს ლენინი...


ღმერთი დათანხმა...


ერთი თვის შემდეგ ეშმაკი ისევ ეწვია ღმერთს და ჰკითხა:აბა როგორ ცხოვრობს თქვენთან ლენინი?


ღმერთი პასუხობს: ჯერ ერთი, ღმერთი კი არა, ამხანაგო ღმერთო..და მეორეც ღმერთი არ არსებობს.."****

2
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
347
  
2014, 27 მაისი, 11:15
ვააჰ ერთი ანეგდოტი გამახსენე კიდევ..ღმერთო გადამრჩინეზე..როგორ გამომრჩა!!!!!
2014, 27 მაისი, 11:12
ამან ეხლა ერთი ამბავი გამახსენა. რამოდენიმე თვის წინ სუმოისტი კოკაი და მისი სტუმრები თაღლაურას ეწვიენ, მთვრალები სხვის ქალებს წაეპოტინენ, მოკლედ ატყდა მტელი ამბავი ხალხი პლიუს პატრული VS სუმოისტები. ჩემიმეგობრებიც მანდ იყვნენ. რაღაც ანეგდოტი მოყვნენ ეშმაკზე, აღარ მახსოვს. ზუსტატ ისე იყოო იმ ანეგდოტში როაო "ეშმაკი კუთხეში იდგა კედელთან და ღმერთო გადამარჩინეოს იძახდაო" :D
0 1 2