x
image
ბუბუ007
სუფრის ეტიკეტის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი წესები, რომელთა უგულებელყოფა, სულ ცოტა, თანამესუფრეების უკმაყოფილო ირიბ გამოხედვას გამოიწვევდა. უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ გავერკვეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტის თავისებურებებში.



ტანზანიაში თუ მოხვდებით, გირჩევთ სადილზე 20 წუთით მაინც დააგვიანოთ. თუ თავის დროზე მიხვალთ, ამით მასპინძელს გაანაწყენებთ.

image

იაპონიაში არ ღირს საჭმელი გადასცეთ ერთმანეთს ჩხირებით, ვინაიდან ისინი გამოიყენება კრემაციული დაკრძალვების დროს ძვლების გადასაწოდებლად და ჩხირებით საჭმლის გადაცემა სუფრის წევრების უპატივცემულობას ნიშნავს.

image

სამხრეთ კორეაში, როცა რაიმე სასმელს სვამთ, თავი გვერდზე მიაბრუნეთ და ისე დალიეთ.


image

ეგვიპტეში ხელში არ აიღოთ სამარილე-ეს მზარეულის შეუარაცხყოფაა.image
რუსეთში არყის ცარიელი ბოთლები უნდა იდგას იატაკზე. მათი უკან მაგიდაზე დადება ცუდ ტონად ითვლება

image

ჩინეთში არასოდეს არ დაანაწევროთ მაკარონი მირთმევის დროს. გრძელი მაკარონი დღეგრძელობას ნიშნავს, ხოლო მისი შუაზე გაწყვეტა სიცოცხლის შემოკლებას.

image
იტალიაში პირველი მიპატიჟების დროს უარი თქვით სადილზე და მხოლოდ მეორედ მიპატიჟებაზე დათანხმდით

image
იამაიკაში მიღებულია, რომ თუ ბავშვი მანამ გასინჯავს ქათმის ხორცს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ლაპარაკს. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით, უცნაურად არ მოგეჩვენოთ თქვენი მასპინძლის საქციელი.

image
საფრანგეთში თუ სუფრაზე მოხვდებით, ეცადეთ ნელა ჭამოთ, სწრაფად ჭამა აქ უზრდელობად ითვლება.

image
ინდოეთში, ავღანეთში და თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროში მიღებულია საჭმლის ჭამა მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა ხელი აქ უწმინდურად ითვლება

image




0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0