x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ნამცხვარი"ოდესური" (პეჩენია) მაშას რეცეპტებიდან
image

ეს ხრაშუნა და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი ერთი ოდესელი ქალბატონისგან ვისწავლე და სახელიც ასეთი შევურჩიე.ამის მსგავს ნამცხვარს ნახავთ ებრაულ სამზარეულოშიც, მაგრამ მერწმუნეთ ცომი განსხვავებულია.საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და ამავე დროს ხრაშუნა და გემრიელიც.ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდი შევუდგეთ მის მომზადებას.ამისთვის დაგვჭირდება


შემდეგი ინგრედიენტები:

–180გრ.კარაქი ან მარგარინი


–400გრ.პ/ფქვილი

–ცოტა მარილი

–2კვერცხი

–1/2 ჭიქა ცივი წყალი

–100გრ.ქიშმიში

–100გრ.კაკალი(ნიგოზი)

–შაქრის პუდრა

ცოტა ლიმონმჟავა


როგორ მოვამზადოთ:

ფქვილი გავცრათ თასზე, მსხვილ სახეხზე გავხეხოთ გაყინული კარაქი ან მარგარინი და სწრაფად ავურიოთ, რომ მივიღოთ მოზრდილი ნამცეცები.

კვერცხის გული და ცილა გავაცალკავოთ, ავთქვიფოთ კვერცხის გული მარილთან ერთად, დავუმატოთ ცივი წყალი და დავასხათ ფქვილიან მასას, სწრაფად მოვზილოთ ცომი, დავაგუნდაოთ და პოლიეთილენის პარკით შევდგათ მაცივარში, გავაჩეროთ 30 წუთი.

ცილა ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ ცოტა ლიმონმჟავა და 2 სუფრის კოვზი შაქარი(თუ მეტად ტკბილი გვიყვარს, კიდევ დავამატოთ)დავამატოთ ქიშმიში და დაჭრილი ან დაფქული კაკალი და კარგად მოვურიოთ.

გამოვიტანოთ მაცივრიდან ცომი და გავაბრტყელოთ ძალიან თხელ ფირფიტად და დავჭრათ კვადრატებად, ზომით 10*10სმ–ზე.

მიღებულ კვადრატიკებზე შუაგულში დავდოთ ჩაის კოვზით გულსართი, შემდეგ დიაგონალურად-კონვერტისებურად გადმოვკეცოთ ისე რომ კუთხეები მსუბუქად ღიად დარჩეს.

ვაცხობთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე თავი არ გადაებრაწება.

გაცივების შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა და...


მიირთვით გემრიელად!image




თქვენი მაშა!




0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0