x
image
მანჩო 777
Pink Floyd-ის ახალი ვიდეოკლიპი ჩერნობილის ტრაგედიას მიეძღვნა
სულ ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ლეგენდარული ჯგუფის Pink Floyd-ის ახალი ვიდეოკლიპი. კლიპი გადაღებულია მუსიკალურ კომპოზიციაზე «Marooned», რომელიც ეძღვნებოდა სტუდიური ალბომის «Division Bell»-ის გამოსვლის 20 წლისთავს.

კლიპის პირველ ნახევარში მოქმედება ხდება მიტოვებულ კოსმოსურ სადგურში. კადრები აშკარად მიგვანიშნებენ ჯგუფის წევრების ბედზე, რომელთაგან ორი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა.


image


კლიპის მეორე ნახევარს ჩვენ გადავყავართ პრიპიატის მრუმე და დადუმებულ ატმოსფეროში. ჟრუანტელისმომგვრელი კადრები კიდევ ერთხელ მოგვაგონებს ჩერნობილის უმძიმეს ტრაგედიას, რომელმაც მთელ დასავლეთ ევროპაში საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.


თანამედროვე ჩერნობილის კადრები ნელ-ნელა ენაცვლება საბჭოთა ეპოქისდროინდელ სამოყვარულო ფოტოკამერებით გადაღებულ კადრებს.

გთავაზობთ ამ ვიდეოკლიპს, რათა დატკბეთ ამ ლეგენდარული ჯგუფის ულამაზესი კომპოზიციით.



7
42
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
42
  
2014, 29 მაისი, 0:41
გემოვნებაზე არ დავობენო ,მაგრამ თუ მონასმენი არ გაქვს რჩევა მოგცემ კარგი ხარისხიანი მუსიკაა :)
2014, 23 მაისი, 22:46
ცუდო:D
2014, 23 მაისი, 22:42
თან მაგას არ ვუსმენ :|
2014, 23 მაისი, 22:42
ეს მელოდია ძალიან მომწონს:)
2014, 23 მაისი, 22:41
მიყვარს პინკ ფლოიდი
2014, 23 მაისი, 22:39
კაი ბატონო, გრთავთ უფლებას:)
2014, 23 მაისი, 22:38
დღეს კითხვის ხასიათზე ვერ ვარ ამიტომ პირდაპირ კლიპს ვუყურებ :D
0 1 7