x
image
ვიზა კოხაძე
რას წერდა ალენ დელონი ვაჟა ფშაველაზე?

image
- "ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დეპრესიის პერიოდი, რომ ხშირად თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ამ მომენტში აბსოლუტურად შემთხვევით ჩემს ხელში მოხვდა პატარა წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მომაბრუნა და სიცოცხლის ხალისი კვლავ დამიბრუნა. რომ არა ეს წიგნი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა.სწორედ იმ დიდსულოვნებამ, რომელიც მოთხრობებში იყო ჩადებული, სიკვდილისგან მიხსნა.

სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ მწერალს კარგად არ იცნობენ ევროპაში. ეს გახლავთ ქართველი მწერალი და ქართული საზოგადოების ღირსეული წინაპარი - ვაჟა ფშაველა.მე მომხიბლა მისი ნაწარმოების სიღრმემ და თვითმყოფადობამ.სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით" - წერდა მსოფლიო კინოს ლეგენდა ალენ დელონი.

წარმოიდგინეთ, ვარსკვლავს რომ ვაჟა ორიგინალში წაეკითხა, ალბათ შოკში ჩავარდებოდა. თუმცა მგოსნის სიტყვებმა -" შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შენით ფასობსო" ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და სიცოცხლისკენ შემოაბრუნა მსახიობი, რომელმაც გასული საუკუნის 60 - 70 წლებში მსოფლიო დაიპყრო იშვიათი სილამაზითა და არაჩვეულებრივი ნიჭით.image
imageმადლობა უფალს, რომ ჩვენს ქვეყანას განუმეორებელი ნიჭის ღირსეული წინაპრები: პოეტები, მწერლები, მეფეები, მხატვრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჰყავდა, რითიც თაობები იამაყებენ ჩვენი ერის ისტორიული წარსულით.

მსახიობი როგორც ცნობილია რომი შნაიდერზე იყო უზომოდ შეყვარებული და მან ვერ გაუძლო საყვარელი ქალის გარდაცვალებას, რაც მიზეზი გახდა მისი დეპრესიისა.აი, რას წერდა გამოსათხოვარ წერილში ალენ დელონი მას: – "... ჩემო თოჯინა... სიგიჟემდე მიყვარდი და შენც სიგიჟემდე გიყვარდი...მინდა ისევ და ისევ ჩემმა მზერამ გშთანთქოს... ისევ მინდა გაგიმეორო, რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი..."image

2
2014
18-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
2014
  
2014, 2 ივლისი, 9:33
საოცარი წყვილი იყოო
2014, 29 მაისი, 21:58
ნუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს.ჯერ კიდე საკითხავია..მაგრამ თუ სიმართლეა მაგას რა ჯობია )
0 1 2