x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
შენთან თუ უშენოდ

დაცარიელდა ჩემთვის გარემო,

მომნატრებია შენი ხმაური,

შენ ჩემი სულის წმინდა საყდარო,

შენ ჩემი ყოფის ხარ სასწაული.

მომნატრებია შენი თვალები,

შენი ღიმილი, შენთან გართობა,

შენ თავს ვერავინ ვერ შევადარე,

სულ წვიმს ვერაფრით გამოვადარე.

თურმე განშორება მართლა რა ყოფილა,

სიყვარულს გული ვეღარ ამყოფინა,

თურმე მონატრებულ სიყვარულით,

გული ნაწილ ნაწილ დაყოფილა.

თურმე მონატრება ჯიუტად გიდგება,

როცა სიახლოვეს არა აქვს დიდება,

ჰოდა მენატრები და თანაც ძალიან,

უშენოდ დღეები უაზროდ გადიან.

მინდა შევეგუო მე შენ სიშორეს,

შენთვის ვლოცულობ ჩემო სიცოცხლე,

ძალიან მიყვარხარ და მენატრები,

შენთან თუ უშენოდ, შენთან ვარ იცოდე.

2006წელი.

0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
20