x
image
ჯონ დო
ყველაზე უცნაური დაკრძალვის რიტუალები.....
doritos-ჩიფსების დამაარსებელი არჩი ვესტი გარდაიცვალა 97 წლის.

ზოგიერთ ქვეყნებში მიცვალებულს სანამ მიწას დააყრიან, ჯერ ვარდის

ფურცლებს აყრიან და მერე მიწას. ვესტის თხოვნით ვარდის

ფურცლების ნაცვლად მას თავისი გამოგონილი კარტოფილის ჩიფსები


დააყარეს...

image

ასევე ცნობილი ჩიფსების pringles დამაარსებელი ფრედერიკ ბორმა

გადაწყვითა სიკვდილის შემდეგაც არ დაშორებულიყო თავის ჩიფსებს

და მისი დანაბარები იყო ის, რომ კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი

მოეთავსებინათ მის მიერ გამოგონილი ცილინდრული ჩიფსების

შეფუთვაში. ბორის შვილებმაც შეუსრულეს მამას ანდერძი და

საფლავისკენ როდესაც მიდიოდნენ, მაღაზიაში შეიძინეს ჩიფსები

და შემდეგ ბორის დამწვარი ფერფლი შიგ მოათავსეს.

image
მალკოლმ მაკლარენი, ჯგუფ sex pistols-ის ყოფილმა მენეჯერმა

დაიბარა, რომ მის დაკრძალვაზე წუთიერი დუმილის ნაცვლად

ყოფილიყო “წუთიერი ქაოსი“... დანაბარები შესრულდა!!

სასახლეს ცხენებშებმული ეტლი მიასვენებდა და დაკრძალვაზე

ავტობუსი იდგა სადაც დიდ დინამიკებში სიდ ვისეშის სიმღერა

“my way“ გუგუნებდა...(ვისაც ეს სიმღერა მოუსმენია დამეთანხმება,

რომ ძნელი წარმოსადგენია დაკრძალვაზე მისი მოსმენა)

image

ჯიმი როდენბერგის ფერფლი 1997 წელს გააგზავნეს კოსმოსში...

როდენბერგი ცნობილი ტელესერიალის “ვარსკვლავური გზის“ ავტორია. მისი კოსმოსური ინტერესიდან გამომდინარე მისი

ფერფლი სხვა 22 ადამიანების ფერფლთან ერთად გაუშვეს კოსმოსში.

მათი ფერფლი 2002 წლამდე პლანეტების გარშემო ტრიალებდა,

შემდედ ფერფლის კაპსულა დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა...

image
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის და მწერალის ჰანტერ ტომსონის

ფერფლი ზარბაზნიდან გაისროლეს....

ჰანტერის თხოვნა შეასრულმა მისმე მეგობარმა ჯონი დეპმა(დეპმა

მისი ბიოგრაფიული როლიც შეასრულა ფილმში “სიკვდილი და

სიძულვილი ლას ვეგასში)

image

თუფაქ შაქური არასოდეს მალავდა მის დამოკიდებულებას

მარიხუანის მიმართ. მომღერლის სიკვდილის შემდეგ მისმა მეგობრებმა საბოლოოდ სცეს პატივი როგორც შეეძლოდ...

მეგობრებმა თუფაქის ფერფლი და მარიხუანა ერთმანეთში გადაურიეს და ღრმა-ღრმა ნაფაზებით მოსწიეს.....

image

იუჯინა სუმეიკერს მიიჩნევენ პლანეტოლოგიის მამად.

პატივისცემის ნიშნად შუმეიკერის ფერფლი 1999 წელს “ლუნარ პროსპეკტორის“ თანამგზავრით იქნა გაგზავნილი მთვარეზე. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც მთვარეზე არის დაკრძალული....

image

ფრენკ სინატრა დაკრძალული იქნა კათოლიკური წესების სრული დაცვით, მაგრამ მის დაკრძალვაზეც იყო გარკვეული უცნაურობა.

მას საფლავში ჩააყოლეს ერთი ბოთლი ვისკი, ზიპოს სანთებელა და

10 ცენტიანი მონეტა-ეს იმ შემთხვევისთვის თუ სინატრას მოუნდებოდა სასწრაფოდ სადმე დარეკვა...

მის საფლავის ქვაზე ამშვენებს წარწერა: “ყველაფერი კარგი, ჯერ კიდევ წინ არის“

image

ელიზაბეტ ტეილორი, როგორც მისი რანგის ადამიანს სჩვევია, თავის

დაკრძალვაზეც დაგვიანებით მივიდა....

საქმე იმაშია, რომ ტეილორის თხოვნა იყო მისი დაკრძალვა რა დროსაც იყო გამოცხადებული 15 წუთის დაგვიანებით დაწყებულიყო...

(საქართველოში ესეთი დაგვიანება ჩვეულებრივი მომენტია, არა??დათქმულ დროს ყოველთვის 10-15 წუთით გადააცილებენ)


image

ცნობილი გეოლოგის, ბრაიან ტენდის ფერფლი გადააქციეს სინთეთიკურ ბრილიანტად. გააკეთეს ორი ბეჭედი, ერთი გადაეცა

ტენდის ქვრივს და მეორე თავის შვილს. კომპანია lifegame

ესეთი მეთოდით ეხმარება გარდაცვლილის ახლობლებს, რომ ისენი

ყოველთვის მათ გვერდით იყვნენ.

( ამ კომპანიაში ერთ ერთმა კლიენტმა სთხოვა შეექმნათ ბრილიანტი,

რომელიც მაიკლ ჯექსონის თმა იქნებოდა გამოყენებული)

image

0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0