x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ვარსკვლავები ნიუ-იორკში გამართულ წლის მთავარ მოდურ ღონისძიებაზე-Met Gala 2014.
ნიუ-იორკში გაიმართა სეზონის მთავარი მოდური ღონისძიება-კოსტუმების ინსტიტუტის ყოველწლიური მიღება. მოდური წვეულება პირველად 1971 წელს გაიმართა მეტროპოლიტენ-მუზეუმში და მას შემდეგ გახდა ამერიკის ყველაზე განხილვადი მოდური ღონისძიება.

image

ჰოლივუდის ვარსკვლავები, მოდელები, პოპ-შემსრულებლები, ტელეწამყვანები... ღონისძიებასცნობილი დიზაინერების ბოლო კოლექციების კაბებში გამოწყობილები სტუმრობენ. სტუმრების სიას პირადად ანა ვინტური ადგენს, რომელიც მრავალი წელია წვეულების დიასახლისი გახლავთ.

კოსტუმების ინსტიტუტის წვეულება მხოლოდ მოდის ბოლო ტენდენციების წარმოჩენა არ არის, არამედ თემატური ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება მოდის ისტორიის რაიმე პერიოდს ან სახელოვან დიზაინერს.


ყოველწლიურად ორგანიზატორები სტუმრებისთვის აცხადებენ გარკვეულ "დრეს-კოდს", რომელიც შეესაბამება საღამოს თემატიკას. წელს Met Gala-ს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დიზაინერ ჩარლზ ჯეიმსის-გასული საუკუნის რევოლუციონერი დიზაინერის- შემოქმედება.

ჩაცმულობის დევიზი გახლდათ :«white tie with decorations»,

რაც ნიშნავდა რომ მოწვეული ცნობილი სტუმრები გალა-საღამოს ელეგანტურ სამასკარადო გრძელ კაბებში, ძვირფას სამკაულებში გამოწყობილი უნდა გამოცხადებულიყვნენ.

image

ბიონსე Givenchy-ის კაბაში


image

სარა ჯესიკა პარკერი Oscar de la Renta-ს კაბაში


image

რიანა Stella McCartney-ის კაბაში


image

ქეით ბოსუორტი Stella McCartney-ის კაბაში


image

შარლიზ ტერონი Christian Dior-ის კაბაში


image

კაროლინა კურკოვა Marchesa-ს კაბაში


image

მარიონ კოტიიარი Dior-ის კაბაში


image

ლუპიტა ნუონგო Prada-ს კაბაში


image

როზი ჰანტინგტონ-უაიტლიBalmain-ის კაბაში


image

მონიკა ბელუჩი


image
ენ ჰეტევეი Calvin Klein-ის კაბაში

image
ემა სტოუნი Thakoon-ის კაბაში

image
კრისტენ სტიუარტი Chanel-ის კაბაში


image

ვიქტორია ბექჰემი საკუთარი მარკის კაბაში


image

ტეილორ სვიფტი Oscar de la Renta-ს კაბაში


image

ნაომი უოტსი Givenchy Couture-ის კაბაში


image

ზოი სალდანა Michael Kors-ის კაბაში

0
110
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0