x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სალომე ჭაჭუა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვიამბობს, შეძლებს თუ არა ის მომავალში ცეკვის გაგრძელებას?

imageმოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სალომეს ხერხემლის პრობლემები აქვს და ტკივილებიც სტანჯავდა. ამბობდნენ, მოცეკვავეს სერიოზული პრობლემები აქვვს და შესაძლოა ცეკვაც ვეღარ შეძლოსი. სალომესთვის კი ცეკვა ყველაფერია, წლების მანძილზე ძალასა და ენერგიას არ იშურებდა, რომ პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბებულიყო. image

საკუთარი ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ სალომე გვიამბობს: "განსაკუთრებული და საშიში არაფერი არ მჭირს. ასეთი პრობლემები მოცეკვავეებს და სპორტულ ტანმოვარჯიშეებს ხშირად ექმნებათ. აქტიური ვარჯიშის გამო ხერხემალი გამიცვდა... სჯობს, ახლა ვიმკურნალო, რომ მომავალში ხელი არ შემიშალოს. ამ ეტაპზე ფიზიკურ დატვირთვაზე უარს ვამბობ. მკურნალობა მჭირდება, რომელიც თერაპიას და მასაჟებს გულისხმობს. საზღვარგარეთ, გერმანიაში ან შვეიცარიაში თუ წავედი სამკურნალოდ, უფრო მალე მექნება ეფექტი., სანამ იქიდან პასუხი იქნება, აქ ვმკურნალობ".image

სალომე დაქორწინებულია მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე. ურთიერთობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით დაიწყეს, თუმცა მაშინ ორივეს ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი საკუთარი რომანის შესახებ გვამცნეს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერა და მოკრძალებული, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა.

ვუსურვოთ სალომეს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image
image

0
315
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0